Accessibility links

ქართველმა ხელბურთელებმა იტალიის ნაკრებს სტუმრად მოუგეს


საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლა მაქსიმოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა, იტალიის ქალაქ ბენევენტოში მიმდინარე შეჯიბრება რუმინეთთან მატჩით გახსნა და წააგო, ანგარიშით 24:29. მეორე ტურში კი იტალიის ნაკრებს აჯობა - 28:25.

საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფში მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება, რომელიც 12 იანვარს, მესამე ტურში იტალიას უნდა შეხვდეს. ქართველი ხელბურთელები კი ასევე 12 იანვარს, ჯგუფის აუტსაიდერ კოსოვოს დაუპირისპირდებიან. ეს თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ნაკრები გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG