Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული საკვირაო სკოლა თათარსტანში


ქართული საკვირაო სკოლა თათარსტანში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:19 0:00

რუსეთში, თათარსტანის რესპუბლიკაში, 170-ზე მეტი ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. რესპუბლიკაში მოქმედებს პროგრამა, რომლის მიზანია, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და მათ ბავშვებს საშუალება მიეცეთ, საკუთარი ენა, ისტორია და კულტურა შეისწავლონ. ამ პროგრამის ნაწილია „მრავალეროვანი საკვირაო სკოლა“, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს თათარსტანის დედაქალაქ ყაზანში. სკოლაში 20-ზე მეტი განყოფილებაა, მათ შორის - ქართული. საკვირაო ქართულ სკოლაში ორი ჯგუფი მუშაობს. 30-ზე მეტი მოსწავლე ორ ჯგუფადაა დაყოფილი. მათი ასაკი 6-დან 60 წლამდეა. ქართულის მასწავლებელი, ნანა ბელქანია დაჟინებით სთხოვს მშობლებს, ოჯახშიც ელაპარაკონ ბავშვებს ქართულად.

XS
SM
MD
LG