Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთათო პოპიაშვილი: პრობლემა რომ არ შემქმნოდა, ხმას არ ამოვიღებდი


მუსიკოს ქეთათო პოპიაშვილის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მან უკმაყოფილება გამოთქვა საპროტესტო აქციაზე მისი მეუღლის, მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენების გამო, სოციალურ ქსელში ძირითადად უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

„როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებლად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს სჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო“, - წერდა ქეთათო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ქეთათოს იმის გასაგებად, რამ გამოიწვია მისი უკმაყოფილება ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის გაჟღერებისას პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს და სადაც სხვა არაერთი მუსიკოსის სიმღერა ჟღერს.

ქეთათო ამბობს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს, თავადაც არაერთხელ მდგარა ხალხში და მიწვევაც მიიღო მონაწილეობაზე პარლამენტის წინ 4 ივლისს დაგეგმილ კონცერტში.

რაც შეეხება საავტორო უფლებებს, მომღერალმა გვითხრა, რომ ირაკლი ჩარკვიანის „საქართველოს“ ხშირმა ტრიალმა აქციაზე მას კონრეტული გარემოების გამო შეუქმნა დისკომფორტი და უხერხულობა, თუმცა თხოვნის მიუხედავად მან, ვისაც ეს უნდა გაეთვალისწინებინა, არ გაითვალისწინა.

„მე პოსტში კონკრეტულ ადამიანს ვგულისხმობდი და ამ ადამიანმა იცის, ვისაც ვგულისხმობდი. პრობლემა რომ არ შემქმნოდა, ხმას არ ამოვიღებდი“, - გვითხრა ქეთათო პოპიაშვილმა და განმარტა, რა პრობლემა ექმნებოდა საპროტესტო აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის გაჟღერებით.

მე და ჩემს მეგობრებს უნდა გაგვეკეთებინა გადაცემა, აგრეთვე საბალეტო დადგმა. ირაკლის ყოველთვის უნდოდა, რომ მის მუსიკაზე საბალეტო დადგმა შექმნილიყო. 10 წუთიანი მინი საბალეტო დადგმა უნდა ყოფილიყო.ეს უნდა ყოფილიყო 15 წლის წინანდელ კომპოზიციაზე, სადაც არის გიტარის იგივე თემა, პარტია, რაც ირაკლის „საქართველოში“ , ოღონდ „საქართველოს“ ტექსტის ნაცვლად უნდა ყოფილიყო სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ტექსტი.

მაგრამ მას შემდეგ, რაც „საქართველოს“ ატრიალებენ აქციაზე, მოცეკვავეებმა რომლებსაც დადგმაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, რაღაც მომენტში თქვეს, რომ უკაცრავად, მუსიკა იმდენადაა ასოცირებული კონკრეტულ პროტესტთან, რომ არ გვინდა პოლიტიზირებაო. იმასაც კი მეკითხებოდნენ, ამ აქციისთვის აკეთებთ დადგმასო,- ქეთათო პოპიაშვილი ამბობს, რომ არასდროს უნდოდა რაიმე კონკრეტულთან ყოფილიყო ასოცირებული ირაკლი ჩარკვიანი, რადგან მიიჩნევს, რომ იგი ბევრად მეტია.

კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი გავიგე, ვინც იქ რთავს მუსიკას და მასთან მიმართებაში დავწერე პოსტი, არადა ისე გამოიყვანეს, თითქოს რუსეთი ოკუპანტი არ არის, თითქოს ნადირის ტყვიებით ხალხის დარბევას მე „ვაპრავებ".

ეს ხომ ნონსენსია. აბსურდია, - აღნიშნა ქეთათო პოპიაშვილმა, რომლის შეფასებითაც ეს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანები სხვის საკუთრებას პატივს არ სცემენ. საქართველოს“ ატრიალებენ და ატრიალონ, მაგრამ ამ ადამიანებს, ვინც მუსიკას რთავს, არც მოუმართავთ ჩემთვის. არავინ ფულს არ სთხოვს, უბრალოდ ეთიკის ამბავია, თუნდაც ნებართვა რომ აიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG