Accessibility links

ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა


ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გუშინ წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ წყალტუბოს კლასტერიდან შეყვანილ სამი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 26 პაციენტია მოთავსებული

აღსანიშნავია რომ, 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ პნევმონია აღენიშნებათ. პაციენტებს შორის სამი არასრულწლოვანია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს განმეორებითი ტესტების ჩატარება დაიწყო.

კლინიკაში სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG