Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღამის სეანსს“ პირველი ადგილი ერგო სამწუთიანი ფილმების კონკურსში


„ეს არის ფილმი, რომელმაც ყველა მოგვხიბლა. დრამატული ისტორია მხატვრული სახეებით არის გადმოცემული. მიუხედავად იმისა, რომ ხან ვიღიმით, ხან-ვიცინით, ფილმი მაინც გვითრევს სამწუხარო რეალობაში, რადგან ეს ჩვენ გვერდით ხდება. ფილმი მოგვითხრობს სამეზობლოზე, ძალადობაზე მის რეაქციაზე. გვაფიქრებს, ხომ არა ვართ ჩვენ შემდეგი მსხვერპლი“ - ასე შეაფასა ჟიურიმ დოკუმენტურ ისტორიაზე შექმნილი ანიმაციური ფილმი „ღამის სეანსი“, რომელსაცერგო კონკურსის პირველი ადგილი და პრიზი 17 ათასი ლარი.

სამწუთიანი ფილმების კონკურსი თანასწორობაზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე 12 მარტს დასრულდა. კონკურსის პირველ ეტაპზე ჟიურიმ77 ნამუშევარი მიიღო.

​ხუთკაციანმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ კინოდოკუმენტალისტები ნინო ორჯონიკიძე, სალომე ჯაში, რატი ონელი, ქეთი მაჭავარიანი და სოლედად სესენა, ჯერ 17 საუკეთესო შეარჩია, შემდეგ კი ფარული კენჭისყრით, 4 გამარჯვებული გამოავლინა.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო დოკუმენტურ ან ჰიბრიდულ (მხატვრულ-დოკუმენტური ან დოკუმენტურ-ანიმაციური)​ ფილმს.შეფასების კრიტერიუმები იყო:

  • რამდენად შეესაბამება ფილმში პრობლემის წარმოჩენის კუთხე კონკურსის თემას;
  • ამბის, კონცენფციის, იდეის ორიგინალურობა;
  • ვიზუალური მიდგომისა და ფორმის უნიკალურობა;
  • ტექნიკური შესრულების ხარისხი.

ამ კრიტერიუმებითა და ჟიურის გადაწყვეტილებით მეოთხე ადგილი და 7 000 ლარი ერგო ფილმს „დრაკონი“. „ფილმი არის მწარე რეალობასთან პირველად შეჯახებაზე, რასაც ავტორინივთებისა და დეტალების ჩვენებით მოგვითხრობს“. - ნათქვამია ჟიურის წარდგენაში.

„ოსტატურად გადმოცემული ამბავი ადამიანის შესახებ, რომელიც მთელი ცხოვრება იმყოფება განცდებისა და იმედების გზაგასაყარზე. განსაკუთრებით მოგვხიბლა რეჟისორის უნარმა, მხატვრულად გადმოეცა ადამიანის მდიდრული ემოციური სამყარო, სიმბოლური ეფექტური მინიმალისტური მეთოდით“.- ნათქვამია ფილმზე „წრეზე“, რომელსაც მე-3 ადგილი და პრიზი - 9 000 ლარი ერგო.

ფილმმა „ლალა, მანქანების მექანიკოსი“, მე-2 ადგილი და 12 000 ლარიანი პრიზი მოიპოვა. „თხრობის სადა სტილი იყო, ძალიან მარტივი მეთოდით, ტემპორიტმით, ზედმეტი მანერულობის და პირად ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევის გარეშე. ამ გზით [რეჟისორი] გვაცნობს განსაკუთრებულ გმირს. ახერხებს შეკრას ატმოსფერო, რომლითაც ადამიანის ცხოვრება და ტრავმული გამოცდილება, თითოეული ჩვენგანისთვის გახდა ძალიან გასაგები და ახლობელი“. - ასე დაახასიათეს მეორე ადგილზე გასული ფილმი.

3 წუთიანი ფილმების კონკურსის მიზანი იყო გაეძლიერებინა საზოგადოების მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით. კონკურის ერთობლივი ორგანიზატორები იყვნენ პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ და რადიო თავისუფლება.

მეორე ეტაპზე გადასული ფილმები სრულად შეგიძლიათ ​იხილოთ აქ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG