ღვინო, ყველი და საგარეო პოლიტიკა (როგორ და რატომ იკრძალებოდა პროდუქტების იმპორტი რუსეთში)

2019 წლის 28 ივნისი
რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ ხშირად კრძალავს ქვეყანაში ამა თუ იმ პროდუქტის შეტანას. ოფიციალურად შეზღუდვა აიხსნება საკვებისა და სასმელის არასათანადო ხარისხით. აქ გავიხსენებთ შემთხვევებს, როდესაც აკრძალვები ემთხვეოდა კრემლის ინტერესებთან შეუთავსებელ საგარეო პოლიტიკურ მოვლენებს.

2019 წლის ივნისი, საქართველო

საქართველო

დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში, ასევე იზღუდება ქართული ღვინის შეტანა.

ოფიციალური მიზეზი: რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უსაფრთხოების მხრივ არსებული მუქარა და ასევე ქართული ღვინის ხარისხის დაქვეითება.

სავარაუდო მიზეზი: ანტირუსული განწყობების ზრდა საქართველოს პარლამენტში მომხდარი სკანდალისა და თბილისში მიმდინარე ხანგრძლივი პროტესტების შედეგად.

2018 წლის ივნისი,ბელარუსი

ბელორუსი

წესდება დროებითი შეზღუდვა ბელორუსიდან რძისა და რძის პროდუქტების შემოტანაზე.

ოფიცილური მიზეზი: „როსსელხოზნადზორმა“ გამოავლინა მრავალრიცხოვანი დარღვევა იმპორტირებულ პროდუქციაში.

სავარაუდო მიზეზი: რუსეთი ცდილობდა შიდა ბაზარზე შეეზღუდა ბელორუსული რძის პროდუქციის დაშვება, რათა განვითარების შესაძლებლობა მიეცა რუსი მრეწველებისათვის.

2016 წელი

ბელარუსი

შეიზღუდა კვების პროდუქტების შეტანა ბელორუსიდან.

ოფიციალური მიზეზი: საშიში და სანქცირებული პროდუქტების რუსეთში შეტანაზე მოქმედი აკრძალვა.

სავარაუდო მიზეზი: ბელორუსი ცდილობდა ადგილობრივი ნაწარმის სახით შეეტანა რუსეთის ტერიტორიაზე სანქცირებული პროდუქცია.

2016 წლის იანვარი

თურქეთი

რუსეთის ხელისუფლებამ 2016 წლის 1 იანვარს აკრძალა სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი თურქეთიდან.

მიზეზი: 2015 წლის 24 ნოემბერს F-16 კლასის თუქეთის გამანადგურებელმა ჩამოაგდო Су-24 ტიპის რუსული გამანადგურებელი თურქეთ-სირიის საზღვარზე.

2014 წლის აგვისტო

სასურსათო ემბარგო

რუსეთმა შეზღუდა ხორცის, რძის პორდუქტების, თევზეულის, ხილის, ბოსტნეულისა და ჯაჯლის შეტანა ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-იდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან. მოგვიანებით „სანქცირებულთა“ სიაში ჩართეს ისლანდია, ლიხტენშტეინი, ალბანეთი, მონტენეგრო და უკრაინა.

მიზეზი: : საპასუხო ზომები რუსეთის მიმართ სანქციებზე და ასევე სამამულო მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა.

2013 წლის სექტემბერი

მოლდოვა

ემბარგო მოლდოვის ღვინის ექსპორტზე

ოფიციალური მიზეზი: „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე შეტანილი პროდუქცია დაბალი ხარისხისაა.

სავარაუდო მიზეზი: კიშინიოვი ემზადებოდა ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების ხელმოსაწერად და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაქმნელად.

2013 წლის ივლისი

უკრაინა

ოფიციალური მიზეზი: „როსპოტრებნადზორმა“ გამოავლინა ROSHEN-ის პროდუქციის შეუსაბამობა ცხიმების შემადგენლობისა და ორგანოლეპტიკის ნორმატივებთან, ასევე ხარისხის მაჩვენებლიდან გადახვევა.

სავარაუდო მიზეზი: უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

2009 წლის ივნისი

ბელორუსი

აიკრძალა ბელორუსული რძის იმპორტი.

ოფიციალური მიზეზი: ბელორუსული პროდუქციის შეუსაბამობა რძისა და რძის პროდუქტების ახალ ტექნიკურ რეგლამენტთან.

სავარაუდო მიზეზი: რუსეთის კომპანიებისათვის ბელორუსული რძის ქარხნების მიყიდვაზე უარის თქმა, უფრო ადრე 2 მილიარდი დოლარის კრედიტის მიწოდების სანაცვლოდ.

2006 წლის მაისი

საქართველო

მინერალურ წყალ „ბორჯომის“ შესყიდვისა და იმპორტის სრული აკრძალვა.

ოფიციალური მიზეზი: „როსპოტრებნადზორმა“ ჩათვალა, რომ ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“და „ნაბეღლავი“ არ შეესატყვისება ხარისხის მოთხოვნებს.

სავარაუდო მიზეზი: რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.

2006 წლის მარტი

საქართველო და მოლდოვა

სრული აკრძალვა საქართველოდან და მოლდოვიდან ღვინისა და ღვინომასალების რუსეთის ბაზარზე მიწოდებასა და გაყიდვაზე.

ოფიციალური მიზეზი: „როსპოტრებნადზორმა“ აკრძალვა დაასაბუთა ღვინოსა და ღვინომასალებში პესტიციდების შემადგენლობის მატებით.

სავარაუდო მიზეზი : რუსეთსა და საქართველოს შორის უკიდურესად გაუარესდა ურთიერთობა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა ნატოში გაწევრიანების გეგმის შესახებ. მოლოდოვამ განაცხადა ევროინტეგრაციის გეგმის შესახებ.

წაიკითხე მეტი