Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვალე პოლიტიკური გარემო, სანამ პოლიტიკური გარემო შეგცვლის შენ!


ავტორი: რატი აბულაძე

საპრეზიდენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო შეჯიბრება. სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი პოლიტიკური რესურსის პრეზიდენტობა იყო ცვლილებებისა და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნის საფუძველი. ასეთ პრეზიდენტს უნდა შეექმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გახდებოდა საზოგადოების აქტივიზაციისა და იზოლირებული საზოგადოების გაერთიანების პლატფორმა.

სამწუხაროდ, დღეს არსებული საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის პოლიტიკური ზურგის ქარი ქართული საზოგადოების მასებიდან არ არის წარმოქმნილი. ხოლო ძირძველი პარტიები საშუალოვადიან პერსპექტივაში არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან საზოგადოებრივი მხარდაჭერით.

მოძველდა პოლიტიკური დაპირებები და იმედები. გაუგებარია იმ კანდიდატების დაპირებები, რომელმაც არც ხალხის ხმა იცის და არც პრობლემების გადაჭრის გზები. დაშტამბულია პოლიტიკური განცხადებები. მთავარი არ არის პრეზიდენტი ხალხში ივლის თუ არა, მთავარია რას გააკეთებს ქვეყნისათვის (განსაკუთრებით მიკრო და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით).

უნდა აღინიშნოს, რომ ძველი პოლიტიკური მემკვიდრეობის ფონზე, დაბალია მოლოდინი, რომ მოხდება რადიკალური გარდაქმნები და სისტემის გამოცოცხლება. ამასთან, ძველი პოლიტიკური მიქსის ფორმატში დარგების მოძრაობაც რეცესიული მიმართულებისაა.

ასეთი მოცემულობიდან გამოსავალი არის ქვეყნის სრულ განახლებაში, რომელიც უნდა მოხდეს შემდეგი გზით:

უფრო მეტი ახალი პოლიტიკური რესურსი. აღსანიშნია, რომ რაც უფრო მეტი ახალი პოლიტიკური რესურსი ჩნდება ასპარეზზე, მით მეტი რესურსის და ძალის დახარჯვა უწევთ მის „დასაბლოკად“. პოლიტიკური გარემოს შეცვლით დაიძლევა მემკვიდრეობითი მოცემული ღრმა ეკონომიკური პრობლემები.

საზოგადოების პოლიტიკური ენერგიისა და აქტივიზაციის ზრდა. ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც მმართველები და ვერც მონარქი ვერ გიბრძანებს საზოგადოებრივ მხარდაჭერას და ვერც არაეფექტიანი მმართვისადმი შეგუებას. დღეს, საზოგადოების პოლიტიკური აქტივიზაცია მაღალია და სწორედ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საზოგადოების პოლიტიკური ენერგია უნდა გახდეს ცვლილებებისა და საქართველოს არსებითი განახლების ლოკომოტივი.

საზოგადოების მონიტორინგის ზრდა. ეკონომიკური პატრიოტიზმის ფარგლებში, მკაცრად უნდა შემოწმდეს რომელი სფეროა ეკონომიკის მუხრუჭი. რა ვნებს დარგებს, საზოგადოებას და ქვეყანას. ამ მიზნით უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი კომისიები;

დადგინდეს საბიუჯეტო რესურსებზე მყოფ ორგანიზაციების მმართველობითი იზოლაციონიზმი და მათი არსებობის მიზანშეწონილობა. შესაფასებელია ის ფაქტორები საერთაშორისო რეიტინგებში რატომ ვერ ლიდერობს ორგანიზაციები (საბიუჯეტო რესურსებზე მყოფი), რატომ ვერ ქმნისახალს, რატომ არიან მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუანარიანი. შესაფასებელია ვისი არაფორმალური გავლენები ემსახურება მდგომარეობის შენარჩუნებას, ჩაძირვის პოლიტიკას და მათ პიროვნულ შესაძლებლობებზე მორგებულ სტანდარტებს;

დარგების პრაქტიკული განვითარება. „ძახილით“ ქვეყანა ვერ განვითარდება. ქვეყანაში, თეორიული კონსტრუქციის დონეზე ვიცით ცალკეული სფეროს განვითარება. ქვეყანაში საჭიროა დარგები პრაქტიკულად განვითარდეს;

საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურება. სახელმწიფო ინტერესების დაცვით, ქვეყანაში მოქმედი უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლობების პოლიტიკის ცვლილება (პროგრამული დაფინანსების კუთხით). ცვლილებები, ძველ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ინტეგრირების ნაცვლად, ახალ ჯგუფებთან ახალ ჰორიზონტებს გააჩენს;

ჯამში აღვნიშნავ, რომ თუ პოლიტიკურ გარემოს ვერ შეცვლით, მაშინ პოლიტიკური გარემო შეგვცვლის ჩვენ. თუ პოლიტიკური გარემო გარდაიქმნება, სრულად შეიცვლება პოლიტიკური სისტემა, მართვის კონცეფცია, მოთხოვნების სპექტრი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG