Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შორენა ლორთქიფანიძე დასავლეთის გააქტიურებაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებში


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტიდან ორი დღეც არ იყო გასული, საქართველოს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვია. ბუნებრივია, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინიციატივისა და საქართველოსთვის 11 წლის წინ მსგავსი სამშვიდობო გეგმის შეთავაზების გამოცდილების გამო, ბევრს გაუჩნდა კითხვა - ხომ არ ჩამოდიოდა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოსთვის მომზადებული ახალი იდეით, რაც მან ვიზიტამდე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და შემდეგ უკვე თბილისში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უარყო. უკრაინაში ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულაზე“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დათანხმებამ, კრიტიკა და საპროტესტო აქციებიც კი გამოიწვია. არავინ იცის, რას მოიტანს უკრაინისთვის ოთხმხრივ ფორმატში დიალოგის განახლება, ყველაზე მეტად კი იმას არ მოელიან, რომ უკრაინის აღმოსავლეთში დაპირისპირების ზონას დატოვებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები. 7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დონბასში ძალთა დაშორიშორების მორიგი მცდელობა გადაიდო, რადგან შეუძლებელი გახდა აუცილებელი პირობის შესრულება - ძალების დაშორიშორება უნდა მომხდარიყო ცეცხლის გარეშე ჩავლილი ზედიზედ 7 დღის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არ დათმობს უკრაინის არც ერთ ინტერესს და რომ დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი არჩევნები მხოლოდ ამ ტერიტორიებიდან ყველა შეიარაღებული პირის გასვლის პირობებში და უკრაინის მიერ რუსეთთან საზღვრის გაკონტროლების პირობებში ჩატარდება. რაიმე „გეგმისა“ და „ფორმულის“ სახით ჯერ არ ჩანს, მაგრამ დასავლეთის აქტიურობა შეინიშნება ბოლო ხანს საქართველოს მიმართულებითაც - იქნება ეს ჟენევის ფორმატის ცვლილების საჭიროებაზე მსჯელობა, ნატოში საქართველოს გაწევრიანების ალტერნატიული გზის იდეის გააქტუალურება თუ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნიუ-იორკში შემდგარი შეხვედრა. „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს“ წევრი შორენა ლორთქიფანიძე იყო ერთ-ერთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 3 ოქტომბერს ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი უძღვებოდა და რომელზეც „მე-5 მუხლის“ თემასაც შეეხნენ: “ისინი - ელჩები მოდიოდნენ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომიდან, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერმინისტრი და ფაქტობრივად ყველა მინისტრი და, პრინციპში, უფრო პოზიტიური სურათი გააცნეს საქართველოს შესახებ. ჩვენს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მთლად პოზიტიური არ გამოჩნდა და ამაზე ცოტა გაკვირვებაც კი გამოხატეს ელჩებმა. მათ ჰქონდათ ისეთი კითხვები, როგორიცაა, მაგალითად - რამდენად კარგად არის ნატო წარმოდგენილი საქართველოში, როგორია საზოგადოებრივი მხარდაჭერა ნატოს მიმართ და ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შესახებ. აინტერესებდათ რა მოლოდინები გვაქვს შემდეგი სამიტის მიმართ, რას ნიშნავს - მუდმივად რომ ვეუბნებით მეტი დინამიკა სჭირდება საქართველოს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, რომ ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა იყოს. ქარტიის მე-5 მუხლთან დაკავშირებით ასევე გვკითხეს აზრი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ელჩების ასეთი ინტერესი, ასეთი მომზადებულობა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და ამავე დროს ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა! მათ შორის, რამდენჯერმე ახსენეს კიდეც, რომ ისინიც ამ მოლოდინის რეჟიმში დიდხანს იყვნენ და რომ საერთაშორისო კონტექსტი აუცილებლად მომწიფდება, რომ საქართველოც გახდეს ნატოს წევრი“. შორენა ლორთქიფანიძე რადიო თავისუფლების მსმენელთან კიდევ უფრო დეტალურად განმარტავს „მე-5 მუხლის“ საკითხს - ანუ იდეას, რომლის თანახმადაც, საქართველო შეიძლება გაწევრიანდეს ნატოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყისიერად არ გავრცელდეს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება. პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს იდეა წლების წინაც განიხილებოდა, ვიდრე მას თავის ანგარიშში ჩაწერდა „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევარი ლუკ კოფი. ამასთან, შორენა ლორთქიფანიძე ხაზს უსვამს ერთ ასპექტს: „ეს შემოთავაზება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/სამაჩაბლო. არანაირად არ გულისხმობს. პირიქით, აღიარებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. დღეს საერთაშორისო საზოგადოება აბსოლუტურად უჭერს მხარს

XS
SM
MD
LG