Corona Virus Stories

ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19

საქართველოში პირველი პაციენტი ახალი კორონავირუსით 2020 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა. ოქტომბრიდან გარდაცვლილთა რაოდენობამ ყოველდღიურად რამდენიმე ათეულს მიაღწია. COVID-19-თან ბრძოლაში მარცხდებიან არასრულწლოვნები, ახალგაზრდები, შუა ასაკისა და ხანდაზმული ადამიანები. ყოველი გარდაცვლილის უკან მათი ოჯახი, შვილები, მშობლები, ახლობლები დგანან. სიკვდილის მშრალი სტატისტიკა მათ ამბებს, ოცნებებს, სამომავლო გეგმებს მალავს.



აქ წაიკითხავთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც COVID19-ით გარდაიცვალნენ და რომელთა ამბების შეგროვებაც ჩვენ დავიწყეთ.



თუკი გსურთ, რომ თქვენი გარდაცვლილი ახლობლების ისტორიები უსახო სტატისტიკას გამოეყოს და მათ შესახებ წაიკითხონ, გამოგვიგზავნეთ მათი ამბები.

ავტორი

ნინო თარხნიშვილი