Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებების ლოგიკა ახალი ეკონომიკის აგებაშია


ავტორი: რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი

კრიზისმა მოარყია ეკონომიკისა და პოლიტიკის ამორტიზებული ფუნდამენტი. შესაბამისად, ცვლილების წინაშე დადგა ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა. კედლების და სახურავის შეკეთება შესაძლებელია, თუმცა ფუნდამენტის შეკეთება არ ხდება. მხოლოდ ახლის აგება უნდა მოხდეს. ამიტომ, ცვლილებების ლოგიკა, ახალი პოლიტიკური კლასით, ახალი ეკონომიკის აგებაშია.

საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ კრიზისის პერიოდში, ეკონომიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალ ბაზარზე, გახდა პრობლემა და არა გადაწყვეტა. ფაქტოლოგიამ ცადყოფს, რომ დღეს არაეფექტიანია სტიმულირების ღონისძიებები, არასრულად მუშაობს მაკროეკონომიკური ინსტრუმენტები, არასაკმარისია ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის რეაქცია. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ბაზრის როლზე დაფუძნებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემა.

გლობალიზებულ სამყაროში, კრიზისმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდული არის ნაციონალური სახელმწიფო. თუმცა, გლობალური თანამშრომლობის ფონზე.

თუ კრიზისის დასაწყისში, გამოსავალი ცალკეულ პრაქტიკულ ნაბიჯებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებში იყო, ეპიდემიის ძალამ ცხადყო, რომ ასეთმა ფრაგმენტულმა მიდგომებმა და ცალკეულმა იდეებმაც აზრი დაკარგა; გასათვალისწინებელია, რომ საათობრივად გაღებული ეკონომიკით ეკონომიკის ნორმაში მოყვანას დიდი დრო დასჭირდება.

გამოწვევებმა ცხადყო, რომ ქვეყანა საჭიროებს აკადემიურ მიდგომებს, აკადემიურ ანალიზს, აკადემიურ შეფასებებს, აკადემიურ ჯარისკაცებს, აკადემიურ კომპეტენციებს და პოლიტიკურ რესურსს.

კრიზისის გამო, ფინანსური და ეკონომიკური წესრიგი სხვა მოცემულობის იქნება. შესაბამისად, ქვეყანას უნდა გააჩნდეს სტრატეგიული მოცემულობის გეგმა. უნდა მიაღწიოს ბალანსს, ურთიერთხელსაყრელ გლობალურ თანამშრომლობასა და თვითუზრუნველყოფის ხარისხს შორის.

არსებულ ეტაპზე, გვჭირდება პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ცვლილება, კოსმოსურ და ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნისთვის. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული მიზნის უზრუნველმყოფი ადამიანური და ფინანსური რესურსი ქვეყანას გააჩნია.

უდაოა, რომ ქვეყანა საჭიროებს ეკონომიკური სისტემის სტრუქტურის ცვლილებასა და საერთო სისტემურ რეორგანიზაციას: ტექნოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

დაბოლოს, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს მცირე ნაწილს ცვლილებები არ აწყობს, რადგან არსებულ სიტუაციაში თავს ისედაც კარგად გრძნობენ და ყველფერი აქვთ. ამასთან, საზოგადოების ძირითადი ნაწილიცვლილებების გარეშე ვერასდროს ვერაფერს მიიღებს:ვერც სამსახურს, ვერც კეთილდღეობას, ვერც უკეთეს მომავალს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG