Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები რეგლამენტში მხოლოდ მე-10 მოწვევის პარლამენტისთვის - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 იანვარს


საპარლამენტო თანამდებობებზე ოპოზიციის დეპუტატების დანიშვნის შესახებ მეათე მოწვევის პარლამენტს საკუთარი წესები ექნება

დღეს პარლამენტში ბიუროს დონეზე პირველად წარადგენენ რეგლამენტის ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო საქმიანობის განსხვავებული წესები იმოქმედებს.

იმის გამო, რომ პარლამენტში დიდი უმრავლესობით „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი, ვერ ხერხდება საპარლამენტო ოპოზიციიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენა.

კონკრეტულად, მომზადებული პროექტის თანახმად, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს აქვს. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარსადგენადაც აღარ იქნება აუცილებელი ის, რომ კანდიდატი ფრაქციამ ან სულ მცირე შვიდმა დეპუტატმა წარადგინოს. საკმარისი იქნება მხოლოდ 4 დეპუტატის მიერ წარდგენა.

წაიკითხე სიახლეები ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და უკმაყოფილება შეზღუდვების გამო საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 17 პაციენტი. განახლებული ინფორმაცია გამოვლენილი შემთხვევების შესახებ დღეს გამოქვეყნდება.

დღესვე იგეგმება მთავრობის ადმინისტრაციასთან „ახალგაზრდა მწვანეების“ საპროტესტო აქცია. ისინი კომენდანტის საათის მოხსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას მოითხოვენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ მარტამდე გახანგრძლივდა კომენდანტის საათი და შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე.

პროტესტის ფონზე ჩაიარა კვირა დღემაც. თბილისში, „მზიურში“ მშობლების აქცია გაიმართა სკოლების გახსნის მოთხოვნით. ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა პეტიციით, რომლითაც ქვეყანაში დღეს არსებული შეზღუდვების გაუქმება მოითხოვა.

გუშინ საღამოს აქტივისტთა ჯგუფმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო დაუმორჩილებლობის აქცია-პერფორმანსი. ისინი მსვლელობით გაემართნენ „ქართული ოცნების“ ოფისისკენ, შემდეგ კი შსს-ს შენობასთან. მონაწილეები ამ სახით აპროტესტებდნენ მთავრობის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაწესებულ ამკრძალავ ზომებს და მათ გაუქმებას მოითხოვდნენ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით გამოვიდა 23 იანვარს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მოქმედებების გამო რუსეთის მრავალ ქალაქში.

აშშ მკაცრად გმობს საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკ მოპყრობას. განცხადების თანახმად, ადრე რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, ჩაეხშო მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან თავშეყრასა და აზრის თავისუფლად გამოხატვაზე და წინასწარ აპატიმრებდა აქციების პოტენციურ მონაწილეებს.

ახლა კი, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასა და საპროტესტო აქციების ჩახშობას ვაშინგტონი განიხილავს როგორც „სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვის „შემდგომ ნიშნებს“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ეს არის ბულვარის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა“ - ბათუმელები ბულვარში 16- სართულიანი შენობის აგების წინააღმდეგ

ბულვარის დამცველებად წოდებული ბათუმელები, რომლებმაც ხუთი წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ზღვისპირა პარკი ჩარევისგან დაიცვეს, ისევ გააქტიურდნენ. „ბულვარი ისევ დასაცავია“, - დაწერეს მათ სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს ბულვარში, კოლონადებთან, საპროტესტო აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეები ისტორიულ ბულვარში, ცენტრალური შადრევნების მიმდებარედ, 16-სართულიანი შენობის აგების წინააღმდეგნი არიან, რასაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ გეგმავს:

ძველ ბულვარში, ყოფილი ბალნეოლოგიურის ადგილას, შენდება მაღლივი სასტუმრო. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით, ვინაიდან ბულვარი არის ძეგლი და მის მთლიანობაში უხეში ჩარევა დაუშვებელია. მოვითხოვთ სასწრაფოდ შეწყდეს მშენებლობა, პასუხისმგებელმა პირებმა კი, ვინც ვალდებულია ქალაქის მემკვიდრეობა დაიცვას, გამოასწოროს შეცდომა, რაც დაშვებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ, - ამბობს საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბულვარის“ წევრი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე.

წაიკითხე და ნახე ამ თემაზე ბათუმელების მოსაზრებები ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.

  • რთვლის სუბსიდირება - გლეხების დასახმარებლად თუ „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების გასამდიდრებლად?
  • სუბსიდირების სახელით შექმნილი სქემა, რომელიც უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანიებზეა მორგებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG