ცხინვალში შეკრებილი ასობით ადამიანი გვიან ღამემდე მოითხოვდა სამხრეთი ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისა და გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაგომას. მოგვიანებით საპროტესტო აქციის მონაწილეები გაემართნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ, თუმცა პოლიტიკოსებმა მოუწოდეს მათ, თავი შეეკავებინათ და არ შეჭრილიყვნენ შენობაში.
დაწერეთ კომენტარი