ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილის მოთხოვნა და გააუქმა 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
5 ოქტომბერს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სამართალდამცავები და საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. ხალხის დასაშლელად პოლიციამ ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელსაც სხვაგვარად თეთრ სახლსაც უწოდებენ.