Accessibility links

ძველი პოლიტიკა ახალ პოლიტიკურ კლასს ვერ შექმნის!


ავტორი: რატი აბულაძე

2007 წელს, სუპერვარსკვლავმა ჯოშუა ბელმა ვაშინგტონის მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში კლასიკური მუსიკის 6 ნაწარმოები შეასრულა. მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი მევიოლინე, ჩაცმული ჯინსებში, 45 წუთის განმავლობაშიუკრავდა ვიოლინოზე. 3 დღით ადრე, ბოსტონის სიმფონიურ დარბაზში ბელის მიერ შესრულებული ნაწარმოებების მოსასმენად ბილეთი ღირდა 100 დოლარი, თუმცა მეტროში მან მხოლოდ 32 დოლარი იშოვა. სოციალური ექსპერიმენტი სახელწოდებით „მარგალიტები საუზმის წინ“, ორგანიზებული იყო „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ. ექსპერიმენტის დაკვირვებამ აჩვენა, რომ მევიოლინეს გვერდით 1100 ადამიანმა ჩაუარა, მათგან მხოლოდ 6 შეჩერდა 1 წუთით, 20-მა ადამიანმა თანხა მისცა, 1-მა ხმაურზე პრეტენზია გამოთქვა, ხოლო 1-მა იცნო მუსიკოსი (წყარო: radiotavisupleba.ge, huffpost.com) .

დღეს, ქართულ პოლიტიკაშიც ანალოგიური მდგომარეობაა. რთულია სათანადო სცენაზე „არ ყოფნით“ შეაფასო ახალი პოლიტიკური და მმართველობითი უნარის მქონე პირები. აღნიშნულ სცენას კი ძველი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ფლობს, რომელიც თავის ნებით არასდროს დაუშვებს ახალი პოლიტიკური კლასის შექმნას.

კითხვაზე რატომ ვერ ვცნობთ ახალ პოლიტიკურ რესურსს? პასუხი მდგომარეობს აღიარებულ ტენდენციაში, რომ პირი ფასდება თანამდებობით, ჩინით, რეკომენდატორებით (რეკომენდატორი კი ძველი პოლიტიკური გარემოა). იმის მიუხედავად ასრულებს თუ არა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, შეუძლია თუ არა მართვა, ფლობს თუა არა პოლიტიკურ და აკადემიურ უნარებს. სამწუხაროდ, აღნიშნულმა მიდგომამ მმართველობითი და პოლიტიკური გარემო არაეფექტიანობამდე მიიყვანა.

არსებული პოლიტიკური გარემო აქტივიზაციის ზრდის ნაცვლად ინდიფერენტულობას „სტიმულირებს“. შედეგად გვაქვს გადაუჭრელი პრობლემები, მრავალფეროვანი გამოწვევები, შეუსრულებელი დაპირებები, მცირე აქტივობები და არარეალიზებული ინიციატივები.

სამწუხაროდ, ძველი პოლიტიკური არქიტექტურა ვერ ფლობს პრობლემების გადაჭრის რესურსს, თუმცა:

  • გააჩნია საზოგადოების მოთხოვნებისა და კრიტიკული შეფასებების იგნორირების ჩვევები;
  • ფლობს საზოგადოებრივი პრობლემებისადმი შემგუებლობის უნარს;
  • შეუძლია ინიციატივებისა და რეკომენდაციების მუდმივად შესწავლის მდგომარეობაში ყოფნა. როდესაც საკითხის აქტულობას სათანადოდ ვერ აფასებს, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაც არ შეუძლია;
  • პოლიტიკა ვერ რეაგირებს აკადემიური და ექსპერტული საზოგადოების შეფასებებზე;
  • ხელშეუხებელს ტოვებს ადამიანურ კაპიტალს. არც იყენებს და არც გასაქანს აძლევს;
  • პოლიტიკურად ვერ რეაგირებს საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების შეფასებებზე;
  • ძველი პოლიტიკური ქაოსის ტექნოლოგიებით წარმოაჩენს მხოლოდ ლობისტური ჯგუფებით მხარდაჭერილ პირებს, რომლის რესურსი ძველი პოლიტიკურ რესურსზე მეტი არ არის. პოლიტიკური გარემოს „ღრმა დაჭაობების“ გამო მოსახლეობა სხვა ქვეყნებში მიგრირდება.

აღნიშნულ ფონზე, ქვეყანაში გვაქვს კარგი მაჩვენებლები და „უცვლელი პროცესები“. გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური ზრდა სტიმულირებს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ცხოვრების დონის ზრდას, რაც თავის მხრივ სტიმულირებს ისევ ეკონომიკურ ზრდას. სამწუხაროდ, ჩვენთან, როგორც სტიმულირების, ისე უკუგების პროცესი დაბლაგვებულია.

ქვეყანაში მართალია გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობა, მაგრამ არსებული სიდიდეების გავლენა დაბალია. იმისათვის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ გავლენა იქონიოს სიღარიბის შემცირებაზე, ეკონომიკურ პროცესში საჭიროა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების ჩართვა და ამ ფორმით მათი შემოსავლების ზრდა. ამგვარად ფლობს ეკონომიკური ზრდის პროფილი სიღარიბის შემცირების მნიშვნელობას. სახელმწიფოებრივად პრიორიტეტული სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება, მოქალაქეების დასაქმებისა და შემოსავლების შექმნის გარეშე არ მოხდება.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ პოლიტიკურ რესურსს რადგანაც პრობლემების გადაჭრა არ შეუძლიათ, გამოსავალს ან მის ხელშეუხებლობაში ხედავს ან სხვისთვის გადაბრალებაში.ასეთმა პოლიტიკამ შექმნა გარემო, სადაც საზოგადოებრივი და აკადემიური აქტივობა ძვირი ჯდება (სამსახურიდან განთავისუფლება, შემოსავლის წყაროების ჩაკეტვა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება).

არსებითია აღინიშნოს, რომ ძველი პოლიტიკური გარემო,ახალი პოლიტიკური უნარების მქონე პირების პოლიტიკური ფილოსოფიით საზრდოობს. თუმცა, მათთან თანამშრომლობას ვერ ახერხებს, მათ პოტენციალს ვერ იყენებს და შესაბამისადაც ვერც შორს მიდის. შედეგად ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური და ეკონომიკური სიღარიბე.

პრაქტიკულად,აკადემიური თუ ექსპერტული საზოგადოების შეფასებებს უფრო მეტი ნდობა და რეზონანსი აქვს, ვიდრე პოლიტიკური სპექტრის შეფასებებს. მართალია, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები სათანადოდ ვერ რეაგირებენ აკადემიური და ექსპერტული საზოგადოების რეკომენდაციებზე, ვერ ხედავენ შეფასების ჰორიზონტს, ვერ აღიქვავენ თითოეული შემფასებლის პოტენციალს, ვერ აფასებენ მათ თხოვნებს, თუმცა კარგად გამოსდით მათი „ინფორმაციული ქაოსით“ დაფარვა და „ინტელექტუალურ მოწინააღმდეგედ“ შერაცხვა . აღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოება ობიექტურად აფასებს ქართული საზოგადოების პოტენციალს. მხედველობაშია მისაღები ის გარმეოებაც, რომ ადამიანური და სახელმწიფოებრივი მოვალეობის გრძნობას ვერავინ ჩაკლავს. ის ყველა ინსტიტუციასა და მმართველობით რგოლშია, რომელსაც მოვალეობა ღირსეული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

საკითხის შეჯამებისა და რეკომენდაციის სახით უნდა ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური გარემო შესაცვლელია. ახალი პოლიტიკის ეპოქა შესაქმნელია.ამიტომ, არსებული გამოწვევების პირობებებში, ახალი პოლიტიკის შექმნის საფუძველი უნდა გახდეს აკადემიური და ექსპერტული საზოგადოების სახელმწიფოებრივი აქტივობა, მათ მიერ პოლიტიკური და მმართველობითი ინსტრუმენტების ფლობა, პროგრამული მუშაობა და სტრატეგიული მოქმედებები.

პოლიტიკამ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების ჯანსაღ შეფასებებზე, აკადემიურად გადაჭრას პრობლემები, იზრუნოს პრობლემების კოორდინირებული გადაჭრისთვის, შექმნას ახალი პოლიტიკური კლასი, პოლიტიკური აქტივიზაციის ზრდით აამაღლოს საკუთარი და სახელმწიფოს იმიჯი.

დაბოლოს, ღრმა ძალაუფლებისა და ახალი პოლიტიკური რესურსის წარმოქმნის ხელშეშლის პირობებშიც კი უნდა ითქვას, რომ სრულდება ძველი პოლიტიკის ეპოქა და იწყება ახალი პოლიტიკური ეპოქა. ახლა ახალი პოლიტიკური ეპოქის გარიჟრაჟია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG