რადიო თავისუფლების ფოტოგრაფების მერ გადაღებული 2019 წლის საუკეთესო ფოტოები.
2019 წელი - რადიო თავისუფლების ფოტოგრაფები საუკეთესო ფოტოებში

1
უკრაინელი ჯარისკაცები აღნიშნავენ დონეცკის აეროპორტის დაცვის მეოთხე წლისთავს. კიევი, 20 იანვარი (სერჰი ნუჟნენკო, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

2
ექსპერტები იკვლევენ ავტომობილის აფეთქების ადგილს მონტენეგროში - პოდგორიცაში. 3 თებერვალი (სავო პრელევიჩი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

3
ქალი დგას კიევში, ევრომაიდანზე 2014 წელს დაღუპულთა მემორიალის წინ, რომელსაც „ზეციური ასეულის გმირთა“ ეროვნული მემორიალი უწოდეს. 18 თებერვალი (სერჰი ნუჟნენკო, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

4
სავსე მთვარე თავისუფლების ქანდაკების ფონზე, ალმატი, ყახაზეთი, 19 თებერვალი (პიოტრ ტროცენკო, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

5
რუმინეთის სოფელი ბიერტანი და მისი ციხე-სიმაგრე თოვლში, 20 თებერვალი (ეიმოს ჩეპლი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

6
კაცი აკეთებს კანალიზაციის სისტემას ბიშკეკში, ყირგიზეთში. 23 თებერვალი (გულჟან ტურდუბაევა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

7
ბიჭი ცხენზე ძვრება ყირგიზეთში, ჩუის რეგიონში, 23 თებერვალი, (გულჟან ტურდუბაევა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

8
მინსკი, „ნამდვილი მამაკაცების გარბენის“ მონაწილე ღონისძიების დაწყების წინ. ბელარუსის „სამშობლოს დამცველის დღეს“ ამ ღონისძიებაში დაახლოებით 3000 კაცმა მიიღო მონაწილეობა. 23 თებერვალი (ულაძ ჰრიძინი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

9
K-1 კიკბოქსინგის ტურნირის მონაწილეები ბიშკეკში, ყირგიზეთში, 25 თებერვალი (გულჟან ტურდუბაევა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).

10
ბელორუსის სოფელ ტონიეჟში ადგილობრივი ქალები უერთდებიან ჩირაჩკას დღესასწაულს, 10 მარტს. ამ ძველი ტრადიციით ისინი გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავენ - ეს ზეიმი ასოცირდება წყლის პატარა ფრინველის, იხვის მოფრენასთან, რომელსაც ამ მხარეში "ჩირაჩკა" ჰქვია. ( Svaboda.org, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება).