Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერილი მასწავლებელს


ავტორი: ანა შვანგირაძე

არასდროს არაფერი გიხარია, უღიმღამოდ ცხოვრობ.მხოლოდ შენთვის. ირგვლივ კი ვერაფერს ხედავ. შეიძლება ადამიანი რეაგირების გარეშე ,მიკვირს. ასე შემომჩიოდნენ ოჯახის წევრები, მაშინაც კი, როდესაც ხედავდნენ, ჩემს მწყრალ მდგომარეობას

დაიცით, ამ დროს გონებაში გეძებდით მასწავლებელო და ვფიქრობდი, როგორ შეგეძლოთ ყველა მოსწავლის ტვინში გეხეტიალათ, უარყოფითი მხარეები კუთხეში მიგეყარათ და ყველაფერი ტვინის ერთ მეოთხედში , მხოლოდ დადებით ფაზად გექციათ. ხანდახან ვცილობდი ჩუმად მეც მეცადა, როგორი იყო ამ გზის გავლა, თუმცა, როცა დედაჩემს ან სხვა ოჯახის წევრებს დაუწყებდი ცქერას, მივრბოდი თვალის გარსში და ბევრ აბლაბუდას ვაწყებოდი ირგვლივ. მივხვდი, რომ ვერასდროს შევძლებდი თქვენსავით მეცქირა, ან თუნდაც მეხარისხებინა კარგი და ცუდი. იქნებ ვინ იცის ,შესაძლოა მეც გამომსვლოდა, მაგრამ სადღაც გავრბოდი.არადა ,რომ დაფიქრდეს კაცი , რა რთულია უცქირო იმ ადამიანებს, ვინც ასე ახლობელია შენთვის. კარგი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვშიშობდი. რამდენი რამ შეიძლება თქვა მასწავლებელო, რამდენი რამის გაანალიზება უხდება ამ პატარა ტვინს. რაღაც ,რომ დატრილდება ქარიშხლის მსგავსი . უცნაურია ყველაფრის შემდეგ ახლით სვლა. მიკვირს.თუმცა,არ შემიძლია საკუთარ თავს ერთხელ მაინც შევხედო სარკეში და სადღაც ვიპოვო იმ შეშინებული გოგოს სახე, ოდესღაც რომ იმალებოდა ჩემში . ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრების რკალი ასე მარტივად გადაწვდებოდა ახალ სივრცეს .ახლა კი ვხვდები ,რომ ყველაფერი დასაშვებია , დასაშვები. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ყველაფრის მიუხედავად, რა სასიამოვნოა ნიუორკის წვიმიან ქუჩებში ხეტიალი და მოგონებები. განსაკუთრებით ვიხსენებ თქვენ სიტყვებს, რომლებსაც საკლასო ოთახსა თუ მეგობრულ შეხვედრებზე ყოველთვის გვახსენებდით, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, ახლა ვხვდები ,რომ მეც შემეძლო რაღაც ჩემეული .ყველაფერთან ერთად ისიც მინდა რომ გითხრათ, აქამდე მოსასვლელი გზა არც თუ ისე მარტივი იყო. დრო ძალიან ძალიან მიჰქრის, ახლა დარწმუნებული ვარ ამ წერილს რომ კითხულობთ, თქვენს გონებაში ბავშვობიდან დღემდე ჩემს სილუეტს ხედავთ. რამდენი რამ მაქვს თვენთვის სათქმელი და ვინ იცის რამდენი რამის თქმაც კი დამიგვიანდა. ბევრი შეცდომაც თან მოჰყვა ჩემს აქ ყოფნას , ვიცი ეს სიტყვა ძალიან გძლუთ, რადგან თქვენ ყოველთვის გვირჩევდით ორ გზას, ერთი , რომელიც შეცდომამდე მხოლოდ გონების მეშვეობით არ დაიშვება და გზა მეორე, რომელიც შეცდომის შემდეგ ვითარდება, ისიც მახსოვს ,რომ მეორე გზა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ყოველთვის ამბობდით ,რომ არასწორად დაშვებულ საქციელზე სასიარულო გზა უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან გრძნობდით ყველა ნაბიჯის გადადგმის შედეგად განვლილ ტკივილს, იცით, მართალი ხართ , ზოგჯერ ტკივილი უზარმაზარ ძალას წარმოქმნის, თუნდაც ჩემს შემთხვევაში ჩემეულმა მე -მ რომ იფეთქა, ალბათ ასეთს ოდესღაც წარმომიდგენდით. ქუჩაში, სადაც უამრავი ადამიანი ირევა, მეც მათ რიგს რომ ვუერთდები, სადღაც მთელი ძალით მივექანები, როგორც ნიუორკს ჩვევია . ალბათ, დამეთანხმებით,რომ ძალიან მაგარია იყო თავისუფალი. თქვენ წარმოიდგენდით, მე და ბოიფრენდი.საინტერესო იყო ფლირტი. ბევრი რამ ვისწავლე ამ ურთიერთობით, შეცდომებიც კი უშვი, თუმცა ღირდა მასწავლებელო. ალბათ, სასაცილოც ვჩანდი.გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მეშინია ღამის. იცით, როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები ,საკუთარი ლანდი მაშინებს, ვიხსენებ ურთიერთობას და ვხვდები ,რომ სადღაც ავცდი. იცით, ვერ ვიტყვი ,რომ ეს სიყვარულის მსგავსი იყო, ეს სიყვარული იყო, თუმცა ვერ შევძელი. გაგიკვირდებათ, რომ მე ვერ შევძელი. გარდასახვა სხვაგვარი იყო ჩემში, მიძნელდებოდა მამაკაცი და ქალის გააზრება .თითქოს და იმ ქალებს ვგავდი, ყოველდღიური რუტინით რომ იკმაყოფილებენ თავს. ალბათ ეს ერთი ფერის ხაზი იყო,რომ შლიდა საძირკველს ჩვენში. იცით, მახსენდებოდაკითხვის დროს როგორ ვკრებდი ქალების ჩემეულ ვერსიებს , შემდეგ წარმოვიდგენდი ,რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც იფეთქებდა ჩემში. არც კი ვიცი რამდენად სწორად ვქმნი ჩემი ცხოვრების ხაზს, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე მხოლოდ ჩემი შინაგანი ხმის მესმის. იცით, რომ მე შუეძლებლად მიმაჩნია ვიყო ყველას მსგავსი, ახლა ვიცი, რომ მეტყოდით, მაგიტომ ვიყავი ასეთი გაურკვეველი გარსით. ჰო, მასწავლებელო მე ვერ შევძელი , მაგრამ თქვენ ვიცი, რომ ამასაც შეძლებდით. ალბათ წერილის კითხვის დროს გრძნობთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულებას, ისიც ვიცი ,რომ თქვენ ადამიანი ხართ და შეცდომების დაშვების უფლებაც გაქვთ ,ალბათ, ასეცაა ,რადგან შეუძლებელია ცხოვრება მხოლოდ სწორი გზით. ხანდახან ეგოისტ გოგონას ვგავარ. იცით ურთიერთობის დროსაც კი ვეგოისტობდი, მხოლოდ ერთი პრინციპი მქონდა , მხოლოდ ჩემთვის. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, რომ მავიწყდებოდა სხვა ადამიანის არსებობ ა ჩემს გვერდით, თითქოსდა ჩვენ ორნი მხოლოდ ერთ ადამიანს ვქმნიდით, წარმოგიდგენიათ ადამიანს რომელსაც საკუთარი მე გააჩნია , საკუთარი ხედვა ,მიზნები და მისწრაფებები აქვს , მე ვცდილობდი შევჭრილიყავი მასში და ნამცეცებად მექცია მისი გონების თითოეული წარმონაქმნი. ალბათ, ვაჭარბებდი და სულელ პატარა გოგონას ვგავდი, თუმცა დარწმუნებული ვარ ,რომ გესმით ჩემი, თქვენ ხომ ყოველთვის გვიხსნიდით, რომ ყველაფერს აქვს ახსნა , რის გამოც შესაძლოა ადამიანი იყოს თუნდაც ჩემი მსგავსი. ხშირად ეს ეგოიზმი მის მიმართ სიძულვილს იწვევდა ჩემში, ხანდახან ისიც კი მემართებოდა, რომ მეშინოდა მისი. ფაქტია ,რომ გზა აბნეულ ადამიანს ვემსგავსებოდი, აღარაფერი რომ ღირდა მის გვერდით. გავრბოდი და მხოლოდ გა ქცევაში ვგრძნობდი შვებას, ალბათ, ეს იყო ჩემთვის გამოსავალი. თუმცა ისიც შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც მიჭირს, ყოველთვის მივრბი. ვიცი, რომ თქვენ ეს არასდროს მოგწონდათ, მაგრამ წარმოიდგინეთ ამ შემთხვევაში ჩემი თავი. მხოლოდ ერთხელ შევძელი მეგემა თავისუფლება და ამ დროს ადამიანი იჭრება ჩემში ძლიერი გრძნობით, ჩემი გონების უმეტეს ნაწილს იპყრობს, სამყაროს ახლებურ ხედვას მასწავლის , ადამინების მიმართ სხვაგვარ დამოკიდებულაბას მაჩვევს და მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ მხდის განსაკუთრებულს. წარმოიდგინეთ ჩემში გარდასახვა ხდება , მანაც ხომ შეძლო ეს თავდაპირველად ასეთი სახით, ის ცდილობდა და მოახერხა კიდეც მე მხოლოდ მის გარშემო ვყოფილიყავი, თუმცა დროთა განმავლობაში მე ვერ შევძელი ვყოფილიყავი მისეული და მანაც ვერ შეძლო ჩემეული მეს გათავისება. მე ვცდილობდი ყოფილიყო მხოლოდ ჩემი, სამყაროც კი ეჭვიანი წარმომედგინა , საოცარ ხატებას ვქმნიდი მის ადამიანობაში, თითქოს და მხატვარს ვგავდი, რომელიც ნახატს ქმნიდა, სწორედ რომ აქ მეშლებოდა ,ნახატს კი არა, ადამიანს ვქმნიდი. მე მის თავდაპირველ მეს ვეძებდი , ვეძებდი ჰო, ვეძებდი და ვიღაც სხვას ვპოულობდი. დამეთანხმებით მასწავლებელო, რომ ადამიანისთვის ძნელია ყველაფრის განადგურება ასე ერთი ხელის მოსმით. ალბათ, დამეთანხმებით, რომ რთულიგზა გავიარე საკუთარი თავის პოვნაში, ახლა კი ვერ მივცემდი ჩემ თავს უფლებას ისევ სხვა არსებად ვქცეულიყავი. ვცდილობდი ყველაფერი მიმომეფანტა და ისევ ძველ გზას შევდგომოდი. წარმოიდგინეთ გრძნობამაც ჩაიარა, მე კი ისევ ისეთად ვრჩები. ალბათ ოდესაღაც შევძლებ წვრილმანებით საუბარს თქვენთან ,თბილ ოთახში. დარწმუნებული ვარ ახლა შორიდანაც კი მიღიმით, ცხელ ჩაის პაუზებით წრუპავთ და გულში ხვნეშით. შესაძლოა ბევრი რამ შეგეცვალათ ჩემში, თუმცა თქვენ ეს ისედაც შეძელით. თქვენი გოგონა განსხვავებული გარსით,ნიუ-ორკიდან გკოცნით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG