Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 წლის წინ პრაღაში: სტუდენტური გამოსვლებიდან ხავერდოვან რევოლუციამდე

1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემიდან რვა დღეში, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ პრაღაში ძალა გამოიყენა სტუდენტების ანტიკომუნისტური საპროტესტო აქციის დასაშლელად. 17 ნოემბრის ამ მოვლენებმა მხოლოდ ძალა შემატა საპროტესტო მოძრაობას და რამდენიმე დღეში ასიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში.
თვის ბოლოს კომუნისტური პარტია თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. 1989 წლის დეკემბერში ფედერალურმა ასამბლეამ დისიდენტი მწერალი ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად აირჩია. ქვეყანაში ახალი დემოკრატიული ერა დაიწყო.

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG