Accessibility links

3 წუთიანი ფილმების კონკურსის ფინალისტები ცნობილია


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და რადიო თავისუფლების მიერ ორგანიზებული 3-წუთიანი ფილმების კონკურსის ფინალისტები ცნობილია. კონკურსის თემაა - კორუფცია. მიზანი კი კორუფციის არსზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თუ კორუფციის რა ფორმები და მასთან ბრძოლის რა ხერხები არსებობს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და მისი დამოკიდებულების გაზიარება

5 პროფესიონალისგან შემდგარმა ჟიურიმ ფინალისთვის 10 ფილმი შეარჩია. სწორედ ამ 10 ფილმიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც პრიზის სახით მიიღებენ:

  • პირველი ადგილი - 15 000 ლარი
  • მეორე ადგილი - 8 000 ლარი
  • მესამე ადგილი - 5 000 ლარი

ფინალში გადასული ფილმები:

  • კორუფციის ფასი - გიორგი ხომერიკი
  • ალბათ მიხვდები ჩემს სახელს - რატი აბაზაძე
  • ვახშამი - ტარიელ ჭიჭიაშვილი
  • კორუფციონერი - ლაშა რევაზიშვილი
  • ლეგო - ასმათ კონცელიძე
  • როგორ დავამარცხოთ კორუფცია - გიორგი იაშვილი, ნინო მელიქიშვილი
  • ელექტრიკოსი - გოგა ციკოლია
  • ბეჭედი - თაკო ელიზარაშვილი
  • სიმართლის ძიებაში - ზვიად ციკოლია
  • ვინ გასცა ნებართვა - სანდრო მარგველაშვილი

*ფილმები 11 ოქტომბრიდან გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და სოციალური მედიის არხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG