Accessibility links

"წყალში გადაყრილი მილიონები"


ავტორი: ლუკა მელაშვილი

2019 წლის 4 ივნისს შეხვედრა გაიმართა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, სადაც მოსახლეობას გააცნეს პროექტი. კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდს დაგეგმილი აქვს საერთაშორისო ავტომაგისტრალური გზის ურბანული ტიპის საავტომობილო გზასთან დაერთება. ეს იმ ფონზე, როცა 2016 წლის 7 ივნისს, საჯარო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა კრწანისის რაიონის გამგეობაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები არწმუნებდნენ მოსახლეობას პროექტის საჭიროების შესახებ. თუ რატომ უნდა გასულიყო ავტობანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

  1. ვინაიდან საპროექტო გზის თბილისი - რუსთავის მონაკვეთი ძლიერ გადატვირთულია და მოძრაობის ინტენსივობამ უკვე გადააჭარბა 17 000 ავტომობილს დღე-ღამეში, არსებული გზის მაქსიმალური გამტარუნარიანობა კი, სტანდარტის მიხედვით, შეადგენს 7 000 ავტომობილს დღე-ღამეში.
  2. საავტომობილო გზის გადატვირთვის გამო ხშირია საცობების წარმოქმნა, რაც ზრდის ხმაურსა და ემისიებს ატმოსფერულ ჰაერში.
  3. დაბალია მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი, განსაკუთრებით - რუსთავის - ფონიჭალის უბანზე.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა მიწების გამოსყიდვაზე, თუმცა ახლა აპირებენ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაერთებას ურბანული ტიპის გზასთან.

  1. რისთვის გაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი, თუ შესაძლებელი იყო ავტომაგისტრალის ურბანული ტიპის საავტომობილო გზასთან დაერთება?
  2. თუ 2016 წლის კვლევების მიხედვით ყოვლად შეუძლებელი იყო ავტობანის დაერთება ურბანული ტიპის გზასთან, ახლა რამ განაპირობა ეს შესაძლებლობა?
  3. რამდენად გამართლებულია ჩქაროსნული ავტობანის ურბანული ტიპის საავტომობილო გზასთან დაერთება?

საბოლოო ჯამში, გამოდის ჰიბრიდული ტიპის გზა, რომელიც არც ურბანული ტიპის საავტომობილო გზის კატეგორიას განეკუთვნება და არც საერთაშორისო ტიპის ავტობანთა რიგში შედის.

ფაქტია, რომ სახეზეა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, ვინაიდან ამ პროექტის დონორია აზიის განვითარების ბანკი და ის სესხი, რომელიც გამოყო აზიის განვითარების ბანკმა, მომავალში ისევ გადასახადების გადამხდელთა ფულით იქნება დასაბრუნებელი.
მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრატეგიული გზების მშენებლობა, თუმცა ნებისმიერი ხელისუფლების ვალია იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, არშემდგარი სახელმწიფოა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG