Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყვდიადი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში და მეტ სინათლეს შევეგებოთ!..


ავტორი: მამა პეტრე კოლხი

ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს სიტყვა ლიბერალიზმი სიკვდილივით აშინებს. ეს კი უინტელექტობის, გონებაშეზღუდულობის და ფანატიზმის ბრალია…

ქართველი ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება ლიბერალიზმის ხაზზე გადის. მის გარეშე საკუთარი სამშობლოს თვითმყოფადობა, კულტურა, ენა და სარწმუნოება დამახინჯებული, მეტიც წაშლილი იქნებოდა…

მსოფლიო ყველაზე მეტად დააკონსერვა, გააქვავა არაჰუმანურმა მიდგომებმა.

რელიგია, ქრისტეს მოძღვრება ჰუმანიზმზეა აღმოცენებული და მისი მთავარი პრინციპი მიტევებაა…

ჩვენი ქვეყნის ლიბერალიზმი ილია ჭავჭავაძის პიროვნებიდან იღებს დასაბამს… მასთან ერთად ნათელ და თავისუფალ მომავალს ქმნიდნენ- ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე…

დღეს ვაიქართველები პატრიოტიზმს იბრალებენ, სინამდვილეში ურაპატრიოტიზმის რქებით აწვებიან რკინის მონოლითს და მათი ბრძოლა ჩანასახშივე განწირულია…

ილია მართლის ხატს ეთაყვანებიან და მის მიდგომებს გმობენ… გარდა იმისა, რომ უწიგნურები და ბნელები არიან, არიან ფარისევლებიც…

თავი ილიაზე დიდ მამულიშვილად წარმოუდგენიათ და სინამდვილეში სულიერად მათი მემკვიდრეები არიან, ვინც ილიას წიწამურთან ესროლა…

დღეს ამ ტიპის დეგრადირებული აზროვნების ადამიანები კვლავ აგრძელებენ ილიას მკვლელობას, ოღონდ მის ხატს მაინც ეთაყვანებიან…

მე ლიბერალი ვარ, ილიას, ნიკოლაძის, არჩილ ჯორჯაძის, ვაჟა-ფშაველას სულიერი მემკვიდრე და ამ პრინციპს არასდროს დავთმობ…

დღეს კი ილიას ხედვა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს… წყვდიადი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში და მეტ სინათლეს შევეგებოთ!..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG