Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭორვილამ, ზუგდიდმა და კახეთმა გაიმარჯვეს


პროექტ „დავასუფთავოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის - „სუფთა რეგიონის“ შედეგების თანახმად, ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელმა ჭორვილამ გაიმარჯვა. კონკურსი გამოცხადებული იყო ორგანიზაციის – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

კონკურსის შედეგებით, ყველაზე სუფთა რეგიონად - კახეთი (ნომინაცია „სუფთა რეგიონი“), ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად - ზუგდიდი (ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“), ხოლო ყველაზე სუფთა ქალაქად - ზუგდიდი (ნომინაცია „სუფთა ქალაქი“) დასახელდა. გამოვლინდნენ ასევე გამარჯვებულები ნომინაციებში: „ლამაზი აივანი“, „ლამაზი ეზო“, „კორპუსის ეზო” და “იურიდიული პირის ეზო”.

ქალაქი ზუგდიდი
ქალაქი ზუგდიდი

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები, შემოსული ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე, გამოავლინა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

ილიას ტბა, ყვარელი, კახეთის რეგიონი
ილიას ტბა, ყვარელი, კახეთის რეგიონი

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პირველი ასეთი კონკურსი 2015 წელს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG