Accessibility links

ხმაური, რომელიც უნდა ჩაიხშოს!


ავტორი: ნუცა სპარსიაშვილი

ყველაზე არაორდინალური პროტესტიდან, რაც ჩვენ ისტორიას ახსოვს, არც ისე დიდი დრო გავიდა. 2 წლის წინ We dance together, we fight together ისმოდა რუსთაველის გამზირზე ელექტრონული მუსიკის ფონზე. ამ პროტესტმა ბევრი გააერთიანა, როგორც ქლაბერები, ასევე არაქლაბერები, ბევრნაირი და სხვადასხვა. ზოგიც დააფიქრა. დადგა ის დღე, როცა რუსთაველზე აპოლიტიკურებიც კი შეიკრიბნენ. ისინი, ვისაც სჯერათ, რომ აპოლიტიკურები არიან და სიტყვა ''აქცია'' პარალელური რეალობის მონაპოვარი გონიათ.

ბევრს ახსოვს მაშინდელი რუსი და რუსულენოვანი ტურისტების გაკვირვებული სახეები. მათი გაოცებული გამომეტყველება, როცა პროტესტის რამე ფორმას შეესწრებიან ხოლმე.
იმ პერიოდში ანფისა ჩეხოვას ინსტაგრამის პოსტს წავაწყდი, რომელიც შეწუხებული იყო ხმაურით, რომელიც ისმოდა რუსთაველის გამზირიდან. მისი სასტუმრო მოვლენების ეპიცენტრთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. ანფისას და მის შვილს ხმაურმა შეაწუხა. ''აქვე ხმაურობენ და იმედია მალე დაშლიან მათო'', – ასეთ კონტექტში იყო ნათქვამი. ძალიან ცუდად მომხვდა ეს სიტყვები. ''ხმაური'' და ''დაშლები'' თქვენთან მოიკითხეთ–მეთქი (ჩემთვის კი გავიფიქრე). ადამიანისთვის, რომელიც გაიზარდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ გარემოში, სადაც პროტესტის ნებისმიერი ფორმა ითრგუნება, ალბათ ძნელი აღსაქმელია და გაუგებარი რამაა, როცა სადღაც სხვაგან შეიძლება ''ხმაურობდენ'' და ამ ხმაურის უფლებას არავინ არ ართმევს.
აი ასე, კომუნისტების დროს როგორც იტყოდნენ ხოლმე აგდებულად ვიღაცის პოზიციის დასაცინად, ვინც სისტემის ჩარჩოებს სცდებოდა, მაგალითად, ''ახალგაზრდობა ხმაურობსო''. ეს მენტალურად და გინდ ძვალ–ხორცში ისე მტკიცედ გაუჯდათ, რომ თვლიან, ნებისმიერი ხმაური უნდა ჩაიხშოს და პროტესტი აქციის მონაწილეების ბეგვით და ''აბეზიანნიკებში'' გამომწყვდებით დასრულდეს.
ანდაც, სხვას რას ხედავენ თავისთან. ეს კი, მაგრამ ჩვენ? რას ვხედავთ ჩვენ ჩვენთან?!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG