Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმების გაყალბების სავარაუდო მტკიცებულებები არჩევნებზე აზერბაიჯანში


რადიო თავისუფლების კამერამ აზერბაიჯანში 11 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების გაყალბების სავარაუდო მტკიცებულებები დააფიქსირა. ამ ქალმა, ყვავილებიანი თავსაფრით, ხმა მისცა ბაქოში, იასამალის რაიონში, მე-18 უბანზე. ის ჩანს ხმის მიცემის დროს მე-14 უბანზეც. ამ ქალმაც ასევე ორჯერ მისცა ხმა. საარჩევნო პროცესში დარღვევები დააფიქსირეს სათვალთვალო კამერებმაც. ჩანაწერში ამომრჩევლები ერთდროულად რამდენიმე ბიულეტენს ყრიან ყუთში. კურდამირის რეგიონში კი ეს საარჩევნო ყუთი გამოცვალეს. კამერას ფარავენ, შემდეგ კი ჩნდება ყუთი განსხვავებული ნიშნითა და მეტი ბიულეტენებით. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს. ვარაუდობენ, რომ ის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან, მათი აზრით, ის გაყალბდებოდა.

XS
SM
MD
LG