Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

46-ე: ჯო ბაიდენის გზა პრეზიდენტობამდე და პირველი ასი დღის გეგმები


ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს იკავებს უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისისა და გამანადგურებელი გლობალური პანდემიის ფონზე. როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, იგი სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა სენატორად და შემდეგ, ბარაკ ობამას დროს, ვიცე-პრეზიდენტად. ბაიდენი ორჯერ იყო საქართველოში, 2008 წელს უშუალოდ აგვისტოს ომის შემდეგ და 2009 წელს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ დააჩქარებს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრებს, უზრუნველყოფს ეკონომიკის აღდგენას და შეეცდება, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას პოლარიზებული ქვეყანა გააერთიანოს.

XS
SM
MD
LG