Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონორარი კონცერტისთვის და ქველმოქმედება ფონდ "ქართუსგან" - პარლამენტარ თეიმურაზ ჭკუასელის შემოსავლები


„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეიმურაზ ჭკუასელმა ქონებრივი დეკლარაცია განაახლა.

2019 წელს სიმღერისთვის მან ჰონორარის სახით 7 ათას ლარზე მეტი მიიღო.

„ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტარი პოლიტიკაში მოსვლამდე ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთ-ერთი დამაარსებელი და სოლისტი იყო. დეპუტატს 2019 წლის შემოსავლებში ასევე მითითებული აქვს 28 000 ლარი, რომელიც მან შვილის კონცერტისთვის ქველმოქმედების გზით შეაგროვა.

დეპუტატის დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მის ოჯახს საქველმოქმედო მხარდაჭერა მანამდეც მიუღია: 2017 წელს თეიმურაზ ჭკუასელს საკუთარი წიგნის გამოსაცემად 2 950 ლარი აჩუქეს. მაშინ პარლამენტარმა ქართველი ემიგრანტებისთვის მიძღვნილი წიგნი „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“ გამოსცა, რაც ორ რომანს, რამდენიმე ნოველასა და ლექსებს აერთიანებს. პრეზენტაცია რუსთაველის თეატრში გაიმართა და მას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2018 წლის დეკლარაციაში დეპუტატს წიგნის გამოსაცემად საჭირო თანხის გარდა აღნიშნული აქვს „ქართული ხმების“ „ბლექ სი არენაზე“ გამართული საიუბილეო კონცერტის ჰონორარი - 1500 ლარი და ბათუმის ფესტივალის ჰონორარი - 500 ლარი.

ქველმოქმედების სახით ფონდ „ქართუსგან“ თეიმურაზ ჭკუასელმა 2012 წელს 27 000 ლარი მიიღო, 2011 წელს კი - 36 000 ლარი.

თეიმურაზ ჭკუასელი პარლამენტის წევრია 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG