Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიები


ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00

წლების წინ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული პანამის დოკუმენტები იყო უპრეცედენტოდ დიდი ინფორმაციის დასამუშავებლად შეკრებილი უამრავი ჟურნალისტის ხანგრძლივი ნამუშევრის შედეგი, რომელიც აჩვენებდა, თუ როგორ იყენებდნენ მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვა ცნობილი ადამიანები ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.  პანამის დოკუმენტებმა ქართველების ოფშორული ბიზნესებიც გამოააშკარავა. ასამდე ადამიანს შორის საქართველოდან იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას შევსებულ დეკლარაციაში ოფშორში დაარსებული კომპანია შეტანილი არ ჰქონდა. რისთვის სჭირდებათ ქართველ ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს ოფშორული ზონები, არის თუ არა ეს მათთვის გზა ქონების დასამალად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად?  რა მასშტაბი აქვს ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ბიზნესებს?  რა პრობლემას შეიძლება წარმოადგენს მმართველი პარტიის ლიდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფშორული კომპანიები და რას საქმიანობენ ეს კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირები საქართველოში?

XS
SM
MD
LG