Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დატოვეს ჟურნალისტებმა "ლიბერალი"?


რატომ დატოვეს ჟურნალისტებმა "ლიბერალი"?
please wait

No media source currently available

0:00 0:22:37 0:00

23 ივნისს გავცელდა ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა „ლიბერალიდან“ ჟურნალისტებისა და რედაქტორების გუნდის წასვლის შესახებ. მათ განცხადებაში განმარტებული იყო რედაქციიდან მათი წასვლის მიზეზები. 24 ივნისს „ლიბერალის“ ყოფილი თანამშრომლები - ლიკა ზაკაშვილი და სალომე გორგოძე „დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ და ილაპარაკეს როგორც გამოცემის დატოვების მიზეზებზე, ისე დამოუკიდებელი მედიისთვის არსებულ გამოწვევებზე. ლიკა ზაკაშვილი: "9 ადამიანმა, ვინც ამ 6 წლის განმავლობაში წარვმართავდით „ლიბერალის" საქმიანობას სრულად, მფლობელთან ვერ შევძელით კონტრუქციულ რეჟიმში რაღაც საკითხები გადაწყვეტა, რაც ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი და ამ გარემოებების გამო ჩვენ მოგვიწია კანონით დადგენილ ვადაში შეგვეტყობინებინა რედაქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე". თანამშრომლებმა მფლობელს 7 ივნისს აცნობეს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ. თუმცა, გამოცემის მფლობელმა ისურვა მათ 30 დღეზე ადრე, ანუ 7 ივლისამდე დაეტოვებინათ ოფისი. რა არის დღეს დამოუკიდებელი მედიის გამოწვევები? სალომე გორგოძე: "ბევრი ინტერესი იკვეთება, როცა მედიაზეა საუბარი. ესაა პოლიტიკური ინტერესი, ესაა ფინანსური ინტერესი, ესაა სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანისა, თუ ჯგუფების ინტერესი და რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა გქონდეს მედია და პოზიციონირებდე ისე, რომ თავისუფალი იყო ყველა რისკისგან. ამისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა ისევ ჩვენი პროფესიული სტანდარტი, რომელმაც არასდროს უნდა მოგვცეს იმის საშუალება სხვადასხვა გავლენის ჯგუფი მართავდეს ჩვენს სარედაქციო ხედვას". ლიკა ზაკაშვილი პოლარიზებული მედიაგარემოს პირობებში დამოუკიდებელი ჟურნალისტობის ხიბლზე ამბობს: "დრო დადგა, როცა შეგიძლია თავი იმით მოიწონო, რომ სიზუსტე იცი რა არის, ფაქტი იცი რა არის, რელევანტური წყარო იცი რა არის და შეგიძლია სწორ კონტექსტში და ობიექტურად გააშუქო ამბავი. ეს გახდა უკვე მთავარი სიძლიერე სხვადსახვა მედიაგამოცემისთვის". ლიკა ზაკაშვილიც და სალომე გორგოძეც თავიანთი კოლეგების მსგავსად საქმიანობის გაგრძელებას კვლავაც მედიაში აპირებენ: „წარმატებები „ლიბერალს“ და წარმატებები ჩვენ ჩვენს გზაზე!“.

XS
SM
MD
LG