Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ახალ საკანონმდებლო რეალობაში - რა აკლია დამოუკიდებლობას?


კონსტიტუციური ცვლილებით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში, "საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს" და მას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, "რომელსაც 6 წლის ვადით, ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი". კონსტიტუციის ადრინდელი რედაქციით, პროკურატურის ორგანოები შედიოდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და ეწერა, რომ "მათ საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის მინისტრი".  დღევადელი გენერალური პროკურორი ძველი წესით არის არჩეული, ანუ ის იუსტიციის მინისტრის მიერ საპროკურორო საბჭოსთვის იყო წარდგენილი, საბჭოს მხარდაჭერის მოპოვებისა და მთავრობის მიერ მოწონების შემდეგ, მან პარლამენტის წევრთა მხარდაჭერაც მიიღო. ახალი კანონით, გენერალური პროკურორობის სამ კანდიდატს არა იუსტიციის მინისტრი, არამედ საპროკურორო საბჭო შეარჩევს და ამის შემდეგ თავადვე გამოავლენს ერთს, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ექნება საბჭოს წევრთა შორის. და კიდევ, საპროკურორო საბჭოს აღარ ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. ახალი კანონმდებლობის პირობებში დამოუკიდებლობის პრაქტიკის შეფასება გარკვეული დროის შემდეგ იქნება შესაძლებელი. საქმე ის არის, რომ სამოქალაქო სექტორსა და ვენეციის კომისიას აქვთ შენიშვნები პროკურატურის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო უზრუნველყოფასთანაც. მარიამ თუთბერიძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროექტის მენეჯერი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ და ნაკლოვან ფაქტორებზე, რასაც ეხება აგრეთვე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანალიზი. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მარიამ თუთბერიძე დეტალურად საუბრობს, არის საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა, რომელშიც, მისი შეფასებით, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG