Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ გვყოფნის: კომპეტენტურობა, პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება"


9 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ეკონომიკის დარგის სპეციალისტებს შეხვდა. მათ შორის იყო ეკონომიკის დოქტორი, სოსო არჩვაძეც, რომელიც ასეთ შეხვედრას მიესალმება და მოსწონს ისიც, რომ მინისტრმა არა მიღწევების გაზიარებისთვის, არამედ რჩევისთვის დაუძახა ეკონომისტებს. რას შეეხებოდა საუბარი და რა გამოწვევებზე ილაპარაკეს შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემები ეკონომიკის ზრდის ტემპი და სიღარიბის დაძლევა იყო? „იქ რაიმე საიდუმლო არ თქმულა და არც ახალი ფილოსოფიური ქვის ძიებით ვიყავით დაკავებული. ითქვა ის, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გაცილებით მაღალი ტემპი. რის საფუძველზე შეიძლება იქნეს ეს მიღწეული? ძირითადი მიმართულებები დასახელდა. ესენი იყო: სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა - აქტივები, რომლებიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს განკარგვის ქვეშ არის და შეიძლება მათი უფრო რაციონალური გამოყენება განსახელმწიფოებრიობის, პრივატიზაციის შედეგად; შეიძლება ეკონომიკის სრული გაციფრიანება იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებული გადაწყვეტილებისა და შედეგის დადგომას შორის დრო მაქსიმალურად შემცირდეს; ჩვენ შეგვიძლია გარკვეული საინტერესო წინადადებების შეთავაზება უცხოელი პარტნიორებისათვის ეკონომიკის ამა თუ იმ სფეროში და ეს ეხება არა მარტო ეკონომიკის რეალურ სექტორს, არამედ მომსახურების სფეროსაც. ლაპარაკი იყო უცხოეთიდან აკადემიური ტურიზმის განვითარების თაობაზე იმისათვის, რომ საქართველოში განათლების მიღებით მეტი უცხოელი ახალგაზრდა დავაინტერესოთ და სხვა“. სოსო არჩვაძე „დილის საუბრებში“ აფასებს საქართველოს ეკონომიკის ახლანდელ მდგომარეობას და ადარებს მას ოცდაათი წლის წინანდელსაც: „ჯერჯერობით საქართველოს ეკონომიკას თავისი მოცულობით, ამას სხვადასხვა ავტორიტეტიანი ორგანიზაციებიც გვიდასტურებენ, არ მიუღწევია იმ დონისთვის, რაც მას ჰქონდა 1989 წელს. ლაპარაკია განსხვავებულ მაჩვენებლებზე - 85%-ია თუ 92% სხვადასხვა გათვლებით. მართალია 1989 წელს აფხაზეთიც შედიოდა, ცხინვალის რეგიონიც, მაგრამ ფაქტია, რომ დღეის მდგომაროებით ნაკლები გვაქვს, ე.ი. იმაზე ნაკლებს ვაწარმოებთ, ვიდრე სამი ათეული წლის წინ“. ეკონომიკის ექსპერტი ხაზს უსვამს ერთ სახიფათო მაჩვენებელსაც: „საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენციაცია. ექსპერტები თვლიან, რომ, თუ თანაფარდობა ყველაზე მდიდარ 10%-სა და ყველაზე ღარიც 10%-ს შორის აღემატება 10-ს, ანუ ათჯერადია, ეს საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. გერმანიაში მხოლოდ 9 არის. საქართველოში ის 17-ის ფარგლებშია. ესე იგი, საკმაოდ გადავცილდით ამ კრიტიკულ ზღვარს. ახლანდელი ყველაზე ღარიბები (10%) 2,5-ჯერ უფრო ღარიბები არიან, ვიდრე 1989 წლის ყველაზე ღარიბები, მაგრამ ყველაზე მდიდრები დაახლოებით 1,5-2-ჯერ უფრო მდიდრები არიან, ვიდრე მაშინდელი მდიდრები. მოხდა პოლარიზაცია. მოსახლეობის მესამედი ვერ გრძნობს სიკეთეს, რაც მეტნაკლები წარმატებით ხორციელდება ეკონომიკაში“. რა სახით შეიძლება მოქალაქემ იგრძნოს ეს სიკეთე? „ჩვენ გვჭირდება ისეთი ეკონომიკა, სადაც საზოგადოების ყოველი წევრი იგრძნობს მის ჩართულობას და მაღალ კორელაციას ეკონომიკის ზრდასა და მის პირად კეთილდღეობას შორის. პირობითად, თუ შენდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო-ცათამბჯენი ბათუმში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, აქედან ადგილობრივებს რა სიკეთე ელით: შემოსავლების მხრივ, დასაქმების მხრივ, კეთილდღეობის მხრივ, ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების მხრივ და ბევრი სხვა პარამეტრით“. წლებია არაერთ საერთაშორისო ანგარიშში აღინიშნება, რომ საქართველოში ადვილია ბიზნესის დაწყება. რა არ გვყოფნის? „არ გვყოფნის: კომპეტენტურობა, პასუხისმგებლობა და, შეიძლება ცოტა ხმამაღლა გაისმას, მაგრამ - სახელმწიფოებრივი ცნობიერება. სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯამაგირის მიმღები, არამედ მის უკან დგას სახელმწიფოებრივი ინტერესები და ის უნდა ცდილობდეს მათ გატარებას“. სოსო არჩვაძე კვლავაც იხსენებს დამოუკიდებლობის პირველ წლებს და ეკონომიკის ნაწილში მას გაუხსნელი პარაშუტით ვარდნას ადარებს: „გაუხსნელი პარაშუტით ვვარდებოდით 71 ტვის მანძილზე. როცა ვარდნა შევწყვიტეთ, აღმოჩნდა, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში ყველაზე მძიმე ვარდნა გვქონდა. ეკონომიკა დავიდა იმის მეოთხედზე, რაც 1988 წელს გვქონდა. აღმოსავლური ანდაზაა - ათასჯერაც რომ გაიმეორო სიტყვა ჰალვა, პირში სიტკბოს გემოს ვერ იგრძნობო. ადამიანი მსჯელობს იმით, მაცივარს რომ გამოაღებს

XS
SM
MD
LG