Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ტერორის მსხვერპლი მხატვრები


წითელი ტერორის მსხვერპლი მხატვრები
please wait

No media source currently available

0:00 0:14:50 0:00

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოადგენს გამოფენას „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“. ამ ექსპოზიციის შესახებ გვიამბობს გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე.

გიორგი გვახარიას სტუმარი იხსენებს იმ ქართველ არტისტებს, რომლებიც სტალინურ რეპრესიებს შეეწირნენ. „ხალხის მტრებად“ შეფასებულ ავანგარდისტებს - დიმიტრი შევარდნაძეს, პეტრე ოცხელს, ვახტანგ კოტეტიშვილს და სხვებს - გამოფენაზე ცალკე დარბაზი დაეთმოთ. მაგრამ აქვე, ოკუპაციის მუზეუმის სივრცეში, მოწყობილია მეორე ექსპოზიცია - ქართველი მხატვრების იმ ნამუშევრებისა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, გადაარჩინეს ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, თამარ აბაკელია, ქეთევან მაღალაშვილი. ისინი დახვრეტას და გადასახლებას გადაურჩნენ, მაგრამ არსებობას განაგრძობდნენ ქვეყანაში, სადაც ცენზურა მკაცრად მიუთითებდათ, რა უნდა დაეხატათ და რა არა.

ასე რომ, როგორც ეკა კიკნაძე ამბობს, გამოფენა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“, რომელიც მარტის ბოლომდე იქნება გახსნილი, წარმოადგენს არა მარტო რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას, არამედ იმ ზოგად ატმოსფეროსაც, რომელიც იყო 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში. გამოფენის ორგანიზატორები გვპირდებიან ლექციების ციკლსაც „წითელი ტერორის“ თემაზე და დისკუსიას მხატვრებზე, რომლებიც სტალინურმა ტერორმა იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG