Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუშტუნების რაზმები ტანკებისა და ამერიკის


პუშტუნების რაზმები ტანკებისა და ამერიკის ბომბდამშენების მხარდაჭერით ბრძოლას აწარმოებენ მთებში, ჯალალაბადის რაიონში

პუშტუნების რაზმები ტანკებისა და ამერიკის ბომბდამშენების მხარდაჭერით ბრძოლას აწარმოებენ მთებში, ჯალალაბადის რაიონში
სადაც მიწიქვეშა ბუნკერებს აფარებენ თავს ტერორისტული დაჯგუფება ”ალ ყაიდის” მეომრები და, შესაძლოა, თავად ოსამა ბინ ლადენიც. ტორა ბორას რაიონში ისმის საარტილერიო კანონადის ხმა. გრძელდება ბრძოლები თალიბების უკანასკნელი საყრდენი პუნქტის, ქალაქ ყანდაარის მიდამოებში, ავღანეთის სამხრეთში. პუშტუნების ჯარების მეთაური ჰამიდ კარზაი იტყობინება, რომ მისი რაზმები ქალაქის გარეუბნებთან იმყოფებიან. შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალები განაგრძობს მასირებულ შეტეტევებს თალიებების პოზიციებზე მოიერიშეთა უშუალო სიახლოვეს. პენტაგონის ცნობით, დღეს B-52 ტიპის ბომბდამშენმა შეცდომით ჩამოაგდო ბომბი ამერიკის ჯარების პოზიციებზე ყანდაარის ჩრდილოეთით. სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG