Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი


დღეს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი. მისმა მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.

დღეს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი. მისმა მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ შეერთებული შტატების მიერ წამოწყებულ ბრძოლას ტერორისტებისა და მათი მფარველების წინააღმდეგ. დღესვე, უფრო ადრე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა, ნატოელ მოკავშირეებს მოუწოდა, თავიანთი წვლილი შეიტანონ ტერორიზმთან ბრძოლაში. პაუელის აზრით, დახმარება შეიძლება მოიცავდეს უშიშროების სამსახურების თანამშრომლობას და ერთობლივ ზომებს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროებს გადაუკეტავდა. გარდა ამისა, რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ნატომ შექმნა ახალი საბჭო, რომელშიც შევლენ ალიანსის 19-ივე წევრისა და მოსკოვის წარმომადგენლები. ნატოს გენერალური მდივნის, ჯორჯ რობერტსონის განცხადებით, ახალი საბჭოს მიზანია იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარის ინტერესის საგანია.
XS
SM
MD
LG