Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელის, არმიის გენერლის

ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელის, არმიის გენერლის, ტომი ფრენკსის განცხადებით, შეერთებული შტატების საჰაერო და სახმელეთო ჯარები განაგრძობენ ბრძოლას თალიბანის იმ მეომრებთან, რომლებიც თავიანთი ბოლო საყრდენიდან, სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარიდან გარბიან.

როგორც ფრენკსმა ჟურნალისტებს უთხრა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია თალიბების სულიერი ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის ადგილსამყოფელი. თუმცა, მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ომარმა ქალაქი დატოვა. დღესვე, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ისლამაბადში მოქმედი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, კენტონ კითმა, ივარაუდა, რომ მოლა ომარი ყანდაარში უნდა იყოს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციის ძალები ხელში ჩაიგდებენ მოლა ომარს და მას მართლმსაჯულებას გადასცემენ. ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ კარზაიმ, განაცხადა, რომ თალიბებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თალიბანის იმ მებრძოლებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, ამნისტიას გამოუცხადებენ. მაგრამ, როგორც კარზაიმ განმარტა, ეს არ ეხება მოლა ომარს. ამასობაში, აღმოსავლეთ ავღანეთში, ჯალალაბადის მახლობლად, თალიბებთან დაპირისპირებულმა რაზმებმა დაიკავეს თორა ბორას რაიონის უდიდესი ნაწილი, მაგრამ ჯერჯერობით ვერსად მიაგნეს ოსამა ბინ ლადენის კვალს.
XS
SM
MD
LG