Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა და

გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს ისაუბრეს ორივე მხარის დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობაზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტისა და ავღანეთის მომავლის კონტექსტში.

მათმა საუბარმა ორი საათი გასტანა შრიოდერის სახლში, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში. შეხვედრის შემდეგ ჰანოვერის აეროპორტზე გამართულ მომცრო პრესკონფერენციაზე შრიოდერმა აღნიშნა, რომ მისი და პუტინის აზრით, ორივე მხარემ უნდა მოახდინოს ზეწოლა ახლო აღმოსავლეთში ძალადობის შესაჩერებლად. ხოლო პუტინის თქმით, მან მადლობა გადაუხადა შრიოდერს, როგორც მასპინძელს ავღანელთა ფრაქციების მოლაპარაკებისა, რომელსაც ოთხშაბათს მოჰყვა შეთანხმება თალიბანის შემდგომი პერიოდის მთავრობაში ძალაუფლების განაწილების თაობაზე.
XS
SM
MD
LG