Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და საქართველო ერთად უნდა


რუსეთი და საქართველო ერთად უნდა გარეკვნენ იმაში, თუ რა ხდება პანკისში - ასეთი აზრი გამოთქვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნუგზარ საჯაიამ მინსკში

რუსეთი და საქართველო ერთად უნდა გარეკვნენ იმაში, თუ რა ხდება პანკისში - ასეთი აზრი გამოთქვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნუგზარ საჯაიამ მინსკში
დამოუკიდებელ სახელმწიფო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივანთა შეხვედრის ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. საჯაიას თქმით, ის თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ რუშაილოს ესაუბრა პანკისის პრობლემასთან დაკავშირებით და ორივემ გაიზიარა შეხედულებები, რომლებიც პრეზიდენტებმა შევადრნაძემ და პუტინმა გამოთქვეს. საჯაიას სიტყვებით, არსებობს შეთანხმება პანკისის მოვლენების შემსწავლელი ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ. დიალოგი უნდა გაგრძელდეს, და მხარეები უნდა დაელოდონ კომისიის მუშაობის შედეგებს. ვითარებაზე პანკისის ხეობაში დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმაც ისაუბრა- როგორც საინფორმაციო საგენტო კავკას პრესი იუწყება, ივანოვმა დუშანბეში განაცხადა, რომ ვითარება პანკისის ხეობაში, სადაც იმყოფებიან ჩეჩენი ბოევიკები, რეალურად ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას.
XS
SM
MD
LG