Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პოლ ვოლფოვიცის განცხადებით, ტერორისტ ოსამა ბინ ლადენისა და მისი "ალ-ყაიდის" დაჯგუფების სხვა ლიდერების დაპატიმრება ხანგრძლივი და რთული ამოცანაა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პოლ ვოლფოვიცის განცხადებით, ტერორისტ ოსამა ბინ ლადენისა და მისი "ალ-ყაიდის" დაჯგუფების სხვა ლიდერების დაპატიმრება ხანგრძლივი და რთული ამოცანაა.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ვოლფოვიცმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოსამა ბინ ლადენი ჯალალაბადის მახლობლად, თორა ბორის რაიონში უნდა იმალებოდეს. ვოლფივიცის თქმით, ახლა მნიშვნელოვნად შეღზუდულია ოსამა ბინ ლადენის უნარი, კავშირი დაამყაროს თავისი ორგანიზაციის იმ წევრებთან, რომლებიც ავღანეთს გარეთ იმყოფებიან. ავღანეთიდან მიღებული ცნობების თანახმად, “ალ-ყაიდის” მებრძოლები, რომლებიც თავს აფარებენ თორა ბორის რაიონს, გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ პუშტუნების რაზმებს. პარალელურად შეერთებული შტატების ავიაცია განაგრძობს თორა ბორის დაბომბვას. ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ კარზაიმ, განაცხადა, რომ ყანდაარის მოიერიშე სამხედრო მეთაურებს შორის არსებული ყველა უთანხმოება მოგვარებულია. ყანდაარის ყოფილი გუბერნატორი, გულ აღა შერზოი, კვლავ დაიკავებს ამ თანამდებობას, ხოლო საველე მეთაური, მოლა ნაყიბ ულა, მისი მოადგილე გახდება.
XS
SM
MD
LG