Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა “ჰამასისა” და “ისლამური


ევროპის კავშირმა “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” დაჯგუფებები პირველად მოიხსენია, როგორც “ტერორისტული ორგანიზაციები” და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს, იასირ არაფატს, მოუწოდა, აღკვეთოს მათი მოღვაწეობა.

ევროპის კავშირმა “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” დაჯგუფებები პირველად მოიხსენია, როგორც “ტერორისტული ორგანიზაციები” და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს, იასირ არაფატს, მოუწოდა, აღკვეთოს მათი მოღვაწეობა.
ამასთანავე, ბრიუსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ისრაელის მისამართით გამოთქმულია მოწოდება, პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავის ჯარები, გააუქმოს პალესტინელთათვის მოქმედი შეზღუდვები და შეწყვიტოს ებრაელთა ახალი დასახლებების მშენებლობა. დღესვე, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენებმა, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჰებრონში, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რის შედეგადაც 13-ისა და 3 წლის ორი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის იერიშის მთავარი ობიექტი: ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი აქტივისტი. ასევე დღეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, არიელ შარონი, შეხვდა შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილს, ენტონი ზინის, რათა იგი ახლო აღმოსავლეთში დარჩენაზე დაეყოლიებინა. გუშინ ზინიმ განაცხადა, რომ შეწყვეტს თავის სამშვიდობო მისიას, თუ უახლოეს 48 საათში ისრაელმა და პალესტინელებმა საზავო შეთანხმება არ გააფორმეს.
XS
SM
MD
LG