Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო


თბილისი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვი აჭიანურებს შექმნას ერთობლივი კომისიისა, რომელმაც 27-28 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტები უნდა გამოიძიოს.

თბილისი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვი აჭიანურებს შექმნას ერთობლივი კომისიისა, რომელმაც 27-28 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტები უნდა გამოიძიოს.
კომისიის შექმნაზე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები 30 ნოემბერს, მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის დროს შეთანხმდნენ. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, კახა სიხარულიძემ, განაცხადა, რომ თბილისმა მოსკოვს ამ კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ დეკემბრის დამდეგს, ბუქარესტში შეახსენა, სადაც ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა. სიხარულიძის თქმით, ამ ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს უკმაყოფილება გაიზიარეს.
XS
SM
MD
LG