Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე არ უჭერს მხარს


ნინო ბურჯანაძე არ უჭერს მხარს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალთა მანდატის მომავალი წლიდან გაგრძელებას

ნინო ბურჯანაძე არ უჭერს მხარს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალთა მანდატის მომავალი წლიდან გაგრძელებას
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე წინააღმდეგია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაგრძელებისა, რომელიც 31 დეკემბერს იწურება. როგორც ბურჯანაძემ პარასკევს განაცხადა მოძრაობა ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის” წევრებთან შეხვედრაზე, მის მოსაზრებას იზიარებს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. შეხვედრაზე აღნიშნული მოძრაობის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სპიკერის მიმართ, რაც კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების განხორციელების შეფერხებას უკავშირდება. ბურჯანაძის თქმით, სამშვიდობო ჯარების გაყვანის საკითხი უალტერნატივოა და ასეთი პრეცედენტის დაშვების შემთხვევაში, საქართველოს ძალოვანი უწყებების მხრიდან უნდა არსებობდეს გარანტიები, რომლითაც სამხედრო მოქმედებები არ განახლდება.
XS
SM
MD
LG