Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტროს პრესმდივნის, აზიზი აჰმად ხანის


სამინისტროს პრესმდივნის, აზიზი აჰმად ხანის თქმით, 40 ტყვემ გაქცევამდე ხელთ იგდო მცველების იარაღი – ისინი მიეკუთვნებიან ალ ყაიდის დაახლოებით 150 მებრძოლს

სამინისტროს პრესმდივნის, აზიზი აჰმად ხანის თქმით, 40 ტყვემ გაქცევამდე ხელთ იგდო მცველების იარაღი – ისინი მიეკუთვნებიან ალ ყაიდის დაახლოებით 150 მებრძოლს
რომლებიც ავღანეთში თორა ბორის მახლობელი გამოქვაბულებიდან პაკისტანში გაქცევის შემდეგ შეიპყრეს.

შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა ანტიტერორისტული კოალიციის პრესმდივნის, კენტონ კეიტის განცხადებით, ვაშინგტონი მოითხოვს ოსამა ბინ ლადენის, ან ალ ყაიდის თუ თალიბანის სხვა ლიდერების გაცემას, თუ ამ პირებს ავღანეთში ან პაკისტანში შეიპყრობენ.

დღეს ქაბულში ოფიციალურმა პირებმა ყველა შეიარაღებულ მებრძოლს, გარდა საგანგებოდ განთავსებული პოლიციელებისა და ჯარისკაცებისა, ქუჩებიდან წასვლა სთხოვეს. ეს განკარგულება არის უშიშროების ზომების ნაწილი შაბათს, ავღანეთის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ინაუგურაციისათვის მზადების პროცესში.
XS
SM
MD
LG