Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან, ვლადიმირ იაკოვენკოს თქმით, რუსეთი ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარება არგენტინას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან, ვლადიმირ იაკოვენკოს თქმით, რუსეთი ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარება არგენტინას
ვითარების სტაბილიზაციის მისაღწევად. იაკოვენკოს დეტალები არ მოუყვანია მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო ორაგნიზაციათა სხვა წევრებთან ერთად იმოქმედებს.

ხოლო ესპანეთიდან მოსული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა არგენტინის ხელმძღვანელებს აღუთქვა მათთვის სასურველი სახის დახმარება.

გუშინ არგენტინის პრეზიდენტმა, ფერნანდო დე ლა რუამ გამოაცხადა ოცდაათდღიანი სამხედრო მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის რამდენიმე მსხვილ ქალაქში არეულობებმა იფეთქა.

დღეს კი დე ლა რუამ მიიღო ეკონომიკის მინისტრ, დომინგო კავალიოს გადადგომა და ახლა, ცნობების თანახმად, მთავრობის კაბინეტში ცვლილებების შესატანად ემზადება.
XS
SM
MD
LG