Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავის საინაუგურაციო სიტყვაში, პრემიერ-მინისტრად არჩეულმა


თავის საინაუგურაციო სიტყვაში, პრემიერ-მინისტრად არჩეულმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანელებს მეტად მტკივნეული წარსულის დავიწყება მოუხდებათ უკეთესი მომავლისაკენ მიმავალ გზაზე.

თავის საინაუგურაციო სიტყვაში, პრემიერ-მინისტრად არჩეულმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანელებს მეტად მტკივნეული წარსულის დავიწყება მოუხდებათ უკეთესი მომავლისაკენ მიმავალ გზაზე.
”გზა ძალზე გრძელია და ჩვენი მოგზაურობაც დაიწყო. ერთ დროს აღორძინებული ჩვენი სამშობლო დღეს ნანგრევებადაა ქცეული ბოროტი სახელმწიფოების, აგრეთვე ქვეყანაში და მის გარეთ მყოფი იმ ადამიანების ჩარევის გამო, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ამბიციები ამოძრავებდა. ყოველივე ამის გამო, ჩვენი ქვეყანა ბრძოლის, ქაოსისა და ტერორიზმის ასპარეზი გახდა, და დღეს ნანგრევებადაა ქცეული.” კარზაიმ განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარს ომით გაჩანაგებულ მის ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად. მან ქებით მოიხსენია ამასთანავე ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ბურანუდინ რაბანი და საველე. მეთაური აჰმედ შაჰ მასუდი, რომელიც მუხანათურად მოკლეს ამ წლის დასაწყისში. გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში ლახდარ ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ ავღანელი ხალხისთვის 22 დეკემბერი მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასასრულისა და მშვიდობიანი აღმშენებლობის დაწყების თარიღი გახდება.
XS
SM
MD
LG