Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ქაბულში, ავღანეთის დროებითი მთავრობის


დღეს ქაბულში, ავღანეთის დროებითი მთავრობის პირველ სხდომაზე, განხილულ იქნა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

დღეს ქაბულში, ავღანეთის დროებითი მთავრობის პირველ სხდომაზე, განხილულ იქნა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.
დროებითი ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ჰამიდ კარზაიმ, განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს უფლება ექნებათ, ავღანეთში დარჩნენ, ვიდრე ყველა ტერორისტს არ გაანადგურებენ. ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კარზაის კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია. მანვე მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ავღანეთს ასობით მილიონი დოლარით დაეხმაროს. დღეს ქაბულში ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი დემონსტრაცია მოეწყო. დღესვე, პუშტუნების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ პარასკევს მომხდარი ტრაგედიის მსგავსმა ინციდენტებმა ხალხი, შესაძლოა, კარზაის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ააჯანყოს. პარასკევს, სოფელ ასმანი-კილაის მახლობლად, შეერთებული შტატების ავიაციამ იერიში მიიტანა ავტოკოლონაზე, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეების ცნობით, 60-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ადგილობრივი ტომების რამდენიმე უხუცესი. ვაშინგტონის განცხადებით, იერიში მიტანილ იქნა თალიბანისა და “ალ ყაიდის” მებრძოლებზე.
XS
SM
MD
LG