Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ენერგოკრიზისის დასაძლევად


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ენერგოკრიზისის დასაძლევად შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც სადღეღამისო რეჟიმით იმუშავებს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ენერგოკრიზისის დასაძლევად შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც სადღეღამისო რეჟიმით იმუშავებს.
შტაბს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე უხელმძღვანელებს. “AES მტკვარის” მე-10 ენერგობლოკში მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩერდა მე-9 ენერგობლოკიც და ამ თბოსადგურიდან თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დღეს ედუარდ შევარდნაძემ გამართა ოპერატიული თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მინისტრმა, თბილისის მერმა, ივანე ზოდელავამ, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებმა. სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთიდან ენერგიის იმპორტის გაზრდის თაობაზე, მზადდება შესაბამისი კონტრაქტი სომხეთთანაც. თათბირზე ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით. ექსპერტთა ვარაუდით, მე-10 ენერგობლოკის დაზიანება ტექნოლოგიურმა პროცესებმა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG