Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, 2002 წელს

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, 2002 წელს ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს “მტკიცე გადაწყვეტილებებს”, რათა ქვეყანა მიუახლოვდეს ისტორიულ კომპრომისს აფხაზ და ოს ხალხებთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ მომავალ წელს საქართველოს “სერიოზული გამოცდა” ელის სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების სრული რეფორმის მიმართულებით. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განვლილი ათწლეულის მთავარ მიღწევებად შევარდნაძემ დაასახელა დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს დაფუძნება, მისი სამართლებრივი და სოციალური ინსტიტუტების ფორმირება; აგრეთვე, დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება 1995 წელს, ხელისუფლების სამი შტოს ჩამოყალიბება და მათი კონსტიტუციური ფუნქციონირება, ღია სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დამკვიდრება, თავისუფალი ეკონომიკის ფორმირება, მუნიციპალური ხელისუფლების განვითარება. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ყველა კანონი ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
XS
SM
MD
LG