Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი, ენტონი


შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი, ენტონი ზინი თელავივში ჩავიდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაზავებაზე შეთანხმების მისაღწევად.

შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი, ენტონი ზინი თელავივში ჩავიდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაზავებაზე შეთანხმების მისაღწევად.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა თქმით, ის დღესვე მოელაპარაკება ისრაელის უშიშროების უწყების წარმომადგენლებს, ხოლო ხვალ შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ, არიელ შარონს, საგარეო საქმეთა მინისტრ, შიმონ პერესსა და პალესტინელთა ლიდერს, იასირ არაფატს. ისრაელის განცხადებით, მან ჯარები გაიყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ზოგიერთი რეგიონიდან, რასცა წინ უძღოდა პალესტინელთა მხრივ ძალადობის აქტების შემცირება. იასირ არაფატმა გასულ თვეში მოუწოდა პალესტინელებს, ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ. პალესტინელთა ოფიციალური წარმომადგენლები ისრაელის ნაბიჯს ყალბად და არაეფექტიანად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG