Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების წარგზავნილმა ახლო აღმოსავლეთში

შეერთებული შტატების წარგზავნილმა ახლო აღმოსავლეთში ენტონი ზინიმ განაცხადა, რომ მისმა დღევანდელმა მოლაპარაკებამ პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებთან რეგიონში სამშვიდობო პროცესის განახლების იმედი აღძრა.

ზინისთან შეხვედრის შემდეგ პალესტინელთა საკანონმდებლო საბჭოს თავმჯდომარემ აჰმედ ქორეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს ისრაელის მოთხოვნას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს, რაც პალესტინელები ერთი კვირით შეწყვეტენ ისრაელზე თავდასხმას. კვირას ენტონი ზინი ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის უშიშროების უწყებათა წარმომადგენლების შეხვედრას დაესწრება. ვითარება რეგიონში კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სანაპირო დაცვამ წითელ ზღვაში დააკავა პალესტინელთა გემი, რომელიც უმეტესწილად ირანული წარმოების იარაღითა
და ტყვია-წამლით იყო დატვირთული.
XS
SM
MD
LG