Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტის, ფერვეზ მუშარაფის განცხადებით


პაკისტანის პრეზიდენტის, ფერვეზ მუშარაფის განცხადებით, მისი ქვეყანა ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას უარყოფს და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციასთან.

პაკისტანის პრეზიდენტის, ფერვეზ მუშარაფის განცხადებით, მისი ქვეყანა ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას უარყოფს და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციასთან.
[ფერვეზ მუშარაფის ხმა] “პაკისტანი უარყოფს ტერორიზმს, მისი ნებისმიერი ფორმითა თუ გამოვლინებით, და ამ სულისკვეთებით, მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციასთან”. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ტონი ბლერთან შეხვედრის შემდეგ, ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მუშარაფმა დასძინა, რომ ტერორისტთა საქმიანობის აღსაკვეთად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. თავის მხრივ, ტონი ბლერმა, განაცხადა, რომ საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კამპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი გამოიღო. თუმცა, ბლერის თქმით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
XS
SM
MD
LG