Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ კარზაიმ ეროვნული ტელევიზიით პირველად გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია ახალ იარმიის შექმნა და ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარება.

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ კარზაიმ ეროვნული ტელევიზიით პირველად გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია ახალ იარმიის შექმნა და ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარება.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იუნის ყანუნიმ განკარგულება გასცა ავღანეთის ჯარისკაცებს ქაბულში, სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ ყაზარმებში. ამიერიდან ქაბულის ქუჩებს გააკონტროლებენ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეები და ადგილობრივი პოლიცია. დღეს ავღანეთის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქალაქ ყანდაარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპირისპიროდ დაპირებისა, რომ ამერიკელ სამხედროებს გადასცემდა მათ, გაათავისუფლა თალიბანის შვიდი ლიდერი. როგორც ავღანეთის საგაერო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იტყობინება, გათავისუფლებულთა შორის არიან ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ერთ-ერთი ქალაქის უშიშროების სამსახურის უფროსი. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG