Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელმა


ყირგიზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელმა დღეს შიმშილობა დაიწყო დაპატიმრებული აზიმბეკ ბექნაზაროვის გათავისუფლების მოთხოვნით.

ყირგიზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელმა დღეს შიმშილობა დაიწყო დაპატიმრებული აზიმბეკ ბექნაზაროვის გათავისუფლების მოთხოვნით.
ბექნაზაროვი ყირგიზეთის პარლამენტის სასამართლო რეფორმისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა. გაფიცვა დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტი არ შეიკრიბა ბექნაზაროვის საქმის საგანგებო სხდომაზე განსახილველად. ბექნაზაროვი გასულ კვირაში დააკავეს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. დაახლოებით 60 ადამიანი პარლამენტის შენობასთან დღეს ზედიზედ მესამე დღე გამოთქვამდა პროტესტს. ცნობების თანახმად, ბექნაზაროვმა მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია იმით, რომ გააკრიტიკა ჩინეთთან და ყაზახეთთან შეთანხმებები, რომლებიც მათთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას თივასლიწინებს.
XS
SM
MD
LG